„ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ტერმინოლოგიამემკვიდრეობა და თანამედროვეობა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (29.X.2019-31.X.2019, თბილისი), თსუ-ში ჩატარდა მესამე საერთაშ. სამეცნ. კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თსუ, თსუ-ის ა. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტი და ა. წერეთლის სახელმწ. უნ-ტი. კონფერენციის მთ. მიზანი იყო: ტერმინოლოგიის ისტ. მემკვიდრეობის კვლევა; თანამედროვე ტერმინოლოგიური სისტემების განვითარება; ქართ. ტერმინოლოგიის ევროპულ და საერთაშ. სტანდარტებთან დაახლოება; ტერმინოლოგიური პოლიტიკისა და ციფრული ბაზების განვითარება. კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:ტერმინოლოგიის დაგეგმვა და სტანდარტიზაცია; სამეცნ. და ტექ. ტერმინოლოგია; მრავალენოვნება და თარგმანი; ტერმინოლოგიური პოლიტიკა ევროკავშირში; ციფრული ტერმინბანკები და მონაცემთა ბაზები; ტერმინოლოგიის როლი მეცნიერებასა და განათლებაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართვ. და უცხოელი ენათმეცნიერები; ტერმინოლოგები და ლექსიკოგრაფები; ევრ. ტერმინოლოგიური ასოციაციების (EAFT, Infoterm) წარმომადგენლები; უნ-ტების პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა: ევროკავშირის ტერმინოლოგიურ პოლიტიკას; ევროპულ მრავალენოვან სივრცეში ქართ. ენის ინტეგრაციას და საერთაშ. ტერმინოლოგიური თანამშრომლობის ქსელებს.