ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიის მიზანია სამეცნიერო მონაცემის სისტემატიზაცია და ღია წვდომა ცოდნაზე, რომელიც უნივერსიტეტის ინტელექტუალურ გარემოში ყალიბდება. მისი ცენტრალური განყოფილება მიეძღვნება ბიოგრაფიებს იმ პიროვნებებისა, ვინც არსებითი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის შექმნაში, განვითარებასა და ინტელექტუალურ წინსვლაში: მის დამფუძნებლებს, რექტორებსა და დეკანებს, გამოჩენილ პროფესორებსა და მეცნიერებს, ამ საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებაში გადამწყვეტი როლის მქონე საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ მოვლენათა მონაწილე აკადემიურ პერსონალსა და სხვ. თითოეული სტატია ეფუძნება ანგარიშგასაწევ წყაროებსა და ეთიკურ სტანდარტებს, რაც შინაარსობრივ სანდოობასა და სამეცნიერო ღირებულებას განაპირობებს. ენციკლოპედიის მზადება მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში, რაც მოიაზრებს პროცესში უნივერსიტეტის თანამშრომელთა და ყველა დროის უნივერსიტეტელთა ჩართულობასა და ენთუზიაზმს. ერთობლივი ინტელექტუალური ძალისხმევა უზრუნველყოფს მრავალმხრივი და დისციპლინათშორისი ცოდნის სისტემატიზაციასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას.
ძვირფასო მეგობრებო, თუ ფლობთ ინფორმაციას, ტექსტს, ფოტომასალას ან დოკუმენტაციას იმ ადამიანებზე, რომელთა ღვაწლმაც თბილისის უნივერსიტეტს რაიმე ღირებული შესძინა და აქტუალურობა შეუნარჩუნა, ან ფლობთ კვლევას, რომელიც ფართო აუდიტორიისათვის ფასეულია, გთხოვთ, ამ კოლექტიურ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი სტატია იქცეს ენციკლოპედიის შემადგენელ ნაწილად, რომელიც მზის შუქს სტამბური გამოცემის სახით იხილავს. სარედაქციო ჯგუფი მადლიერებით მიიღებს ყველა შენიშვნასა და წინადადებას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიის სიტყვანის კრიტერიუმები:
- პერსონა
პედაგოგი (მოწვეულის გარდა), თანამდებობის პირი (რექტორი, პრორექტორი, დეკანი, დეკანის მოადგილე, ლაბორატორიისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა სამეცნიერო ხარისხი), საპატიო დოქტორი.
- სტრუქტურული ერთეულები
ფაკულტეტი, კათედრა, ლაბორატორია, ცენტრი, ინსტიტუტი (2006 წლამდე), სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან შემოერთებული, ამ ინსტიტუტების მეცნიერ–მუშაკები), სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (ყოფილი კათედრა), უნივერსიტეტის ყველა პერიოდული გამოცემა, გამომცემლობა, სტამბა, მუზეუმი, სტუდენტური შემოქმედებითი გაერთიანება (თეატრი, სამუსიკო, ვოკალური და ქორეოგრაფიულო ჯგუფები) და სპორტული კლუბები.
- მოვლენები და ფაქტები
ყველა ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო სტატუსი, რომლის ორგანიზატორი ან პარტნიორი ოფიციალურად იყო უნივერსიტეტი.
- კურსდამთავრებულები/ყოფილი სტუდენტები, რომელთაც არ დაუმთავრებიათ უნივერსიტეტის სრული კურსი
მწერალთა კავშირის წევრები, დამსახურებული წოდების მქონე ხელოვანები, სპორტული ჩემპიონები, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები (ქვეყნის მეთაური, მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ელჩი), საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლის, ან სამეცნიერო ცენტრის პროფესორი/მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს ან სხვა ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოს/პრემიის ლაურეატი.
- ქრონოლოგია
1917 წლიდან - თანამედროვე ეპოქა.
◊
ენციკლოპედიის სტატიის შედგენის კრიტერიუმები
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიაში სტატია უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 500–600 სიტყვას და შესრულებული უნდა იყოს სამეცნიერო სტილით - სუბიექტური მოსაზრებებისა და შეფასება–ეპითეტების გარეშე.
მნიშვნელოვანი არგუმენტაციით დადასტურებული ფაქტები მოკლედ უნდა მოგვითხრობდეს პიროვნების კარიერასა და გამოცდილებაზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს მის კავშირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
ბიოგრაფიულ მონაცემებში უნდა გამოიკვეთოს პიროვნების კარიერის მხოლოდ საეტაპო საფეხურები (მაგ.: საკანდიდატო და სადოქტორო ხარისხის მინიჭების, აკად. თანამდებობაზე არჩევის, მეცნ. აკადემიაში არჩევის თარიღი…).
ბიოგრაფიულ სტატიებში გვარისა და სახელის შემდეგ ფრჩხილებში ჩაიწერება დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი. თარიღის შემდეგ, ჩვეულებრივ, მიეთითება დაბადებისა და გარდაცვალების ადგილი (თუ გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილები განსხვავებულია, მაშინ მოცემულია დაკრძალვის ადგილიც). სტატიაში, სტატიის მთავარი პერსონის გვარ-სახელის ნაცვლად დაიწერება მხოლოდ მისი გვარის ინიციალი (მაგ.: აკაკი შანიძე/შ.).
პერსონალის თხზულებები მოწოდებული უნდა იყოს ქრონოლოგიურად, წყარო და ლიტერატურა - ანბანურად.
პიროვნების გამოქვეყნებული ლიტერატურის ჩამონათვალი არ უნდა აღემატებოდეს 5–7 ერთეულს; მიეთითება მხოლოდ მისი ავტორობით (უკიდურეს შემთხვევაში - თანაავტორობით) გამოცემული ISBN-ის (თუ გამოცემულია 1997 წლის შემდეგ) მქონე წიგნები.
შიდა ტექსტში აღნიშნული ბიბლიოგრაფიული ცნობა სტატიის ბოლოს, როგორც წესი, აღარ განმეორდება.
იმ სტატიების სახელწოდებების გვერდით, რომლებიც მიეძღვნება უცხოელ მოღვაწეებს, საზღვარგარეთ არსებულ გეოგრაფიულ ობიექტებს, პერიოდულ გამოცემებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ა.შ., ფრჩხილებში მიეთითება დედაენისეული დაწერილობა (მაგ.: ლუიჯი მაგაროტო (იტალ. Luigi Magarotto), ჰაინც ფენრიხი (გერმ. Heinz Fähnrich), ლევილ-სიურ-ორჟი (ფრანგ. Leuville-sur-Orge)).
სტატიას მიეთითება ავტორის გვარი და სახელის ინიციალი.
სიტყვათა დამკვიდრებული შემოკლების გარდა („მაგ.“, „ე.ი.“, „ა.შ.“ და სხვ.) ენციკლოპედიაში გამოყენებულია საენციკლოპედიო გამოცემებში მიღებული შემოკლებები.
თუ სტატიის სახელწოდება ტექსტში მეორდება, იგი, როგორც წესი, აღნიშნულია სახელწოდებაში შემავალ სიტყვათა პირველი ასოებით, რომლებსაც დაერთვის ბრუნვის ნიშნები (სტუდენტური თეატრი – ს.თ., ს.თ–მა).
წელიწადის აღმნიშვნელ რიცხვებს სიტყვა „წელი“ („წ“.) არ ახლავს. ნაწარმოების (ლიტერატურული, მუსიკალური, მეცნიერული და სხვ.) დასახელების შემდეგ ფრჩხილებში მოცემული რიცხვები მისი პირველი გამოქვეყნების, შექმნის, შესრულების (დადგმის) თარიღია. პრემიის, სამეცნიერო ხარისხის, წოდებისა და სხვ. დასახელების შემდეგ ფრჩხილებშია ჩასმული მათი მინიჭების თარიღი.
სიდიდეებისა და სიდიდეთა ერთეულების სახელწოდებები, მათი აღნიშვნები ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ერთეულთა საერთაშორისო სისტემის მიხედვით. ენციკლოპედიის მკითხველებს ამ სისტემაზე გადასვლა რომ გაუადვილდეთ, ზოგჯერ ფრჩხილებში მოცემულია ადრე მიღებული აღნიშვნებიც.
◊
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიაში მიღებული ძირითადი შემოკლებანი:
ა
აბსოლ.– აბსოლუტური
აბსტრ. – აბსტრაქტული
აგვ.– აგვისტო, აგვისტოსი
აგრ. – აგრარული
აგრონ. – აგრონომიისა, აგრონომიული
ადგილ. – ადგილობრივი
ადიღ. – ადიღური (ენები)
ადმ.– ადმირალი (გვართან)
ადმ. – ადმინისტრაციული, ადმინისტრაციისა
ადმ.–ტერ. – ადმინისტრაციულ–ტერიტორიული
ადრინდ. – ადრინდელი
ავტომ. – ავტომატური
ავტონ. – ავტონომიური, ავტონომიისა
აზერბ. – აზერბაიჯანელი, აზერბაიჯანისა, აზერბაიჯანული
ათასწლ. – ათასწლეული
აკად. – აკადემიისა, აკადემიური
აკად. – აკადემიკოსი (მხოლოდ გვართან)
ალბ. – ალბანელი, ალბანეთისა, ალბანური
ალპ. – ალპური
ამბულ. – ამბულატორია, ამბულატორიული
ამერ.–ამერიკელი, ამერიკისა, ამერიკული
ამიერკავკ. – ამიერკავკასიისა
ანატ. – ანატომიისა, ანატომიური
ანთროპოლ. – ანთროპოლოგიისა, ანთროპოლოგიური
ანტ. – ანტიკური
აო – ავტონომიური ოლქი (სახელწოდებასთან)
აპრ. – აპრილი, აპრილისა
არ – ავტონომიური რესპუბლიკა
არაბ. – არაბთა, არაბეთისა, არაბული
არამ. – არამეული
არითმ. – არითმეტიკისა, არითმეტიკული
არქ. – არქაული
არქეოლ. – არქეოლოგიისა, არქეოლოგიური
არქიტ. – არქიტექტორი (გვართან), არქიტექტურისა, არქიტექტურული
ასსრ – ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ასტრონ. – ასტრონომი (გვართან), ასტრონომიისა, ასტრონომიული
ატმ. – ატმოსფერული
აფრ. – აფრიკელი, აფრიკისა, აფრიკული
აფხ. – აფხაზი, აფხაზეთისა, აფხაზური
აქტ. – აქტიური
აღმ. – აღმოსავლეთი (აღმ. საქართველო – მსაზღვრელად)
აღმ-ით – აღმოსავლეთით
აღმასრ.– აღმასრულებელი
აღწ.–აღწერა, აღწერით
ახ. – ახალი
ახლანდ. –ახლანდელი
ახ. სტ. – ახალი სტილით (თარიღთან)
ახ.წ. –ახალი წელთაღრიცხვით (თარიღთან)
ბ
ბალნეოლ.– ბალნეოლოგიური
ბერძნ. – ბერძნული
ბიბლ. – ბიბლიური
ბიბლ.–ბიბლიოგრაფია (თხზულებებთან)
ბიბლიოგრ.–ბიბლიოგრაფიული
ბიზანტ. – ბიზანტიელი, ბიზანტიისა, ბიზანტიური
ბიოგრ. – ბიოგრაფიული
ბიოლ. – ბიოლოგიისა, ბიოლოგიური
ბიოქიმ. – ბიოქიმიისა, ბიოქიმიური
ბ–კა – ბიბლიოთეკა
ბოტან. – ბოტანიკისა, ბოტანიკური
ბურჟ. – ბურჟუაზიისა, ბურჟუაზიული
გ
გ. – გარდაიცვალა (თარიღთან)
გაერთ. – გაერთიანებული
გაერო – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
გაზ.– გაზეთი (სახელწოდებასთან)
გამომც.– გამომცემლობა
გამოც. – გამოცემა
განმათ. – განმათავისუფლებელი
განმან. – განმანათლებელი
განტ.–განტოლება, განტოლებისა
განყ–ბა – განყოფილება (ყველა ბრუნვაში)
გენ.–გენერალი (გვართან), გენერალური
გენ.-ლ.–გენერალ-ლეიტენანტი
გენ.-მ. – გენერალ-მაიორი
გენ.-პ.– გენერალ-პოლკოვნიკი
გენეტ. – გენეტიკური
გეოგრ. – გეოგრაფიისა, გეოგრაფიული
გეოდ. – გეოდეზიისა, გეოდეზიური
გეოლ. – გეოლოგიისა, გეოლოგიური
გეომ. – გეომეტრიისა, გეომეტრიული
გერმ. – გერმანელი, გერმანიისა, გერმანული
გვიანდ. – გვიანდელი
გირვ. სტერლ. – გირვანქა სტერლინგი
გრამატ. – გრამატიკისა, გრამატიკული
გრაფ. – გრაფიკისა, გრაფიკული
გუბ. – გუბერნია (სახელწოდებასთან), გუბერნიის
დ
დ.– დაიბადა (თარიღთან)
დაახლ.–დაახლოებით
დამს. არტ. – დამსახურებული არტისტი (მოღვაწე და სხვ.)
დას. – დასავლეთი (დას. ციმბირი– მსაზღვრელად)
დას-ით – დასავლეთით
დაღ. – დაღესტნელი, დაღესტნისა,
დაღესტნური
დეკ. – დეკემბერი, დეკემბრისა
დეკორ. – დეკორატიული
დემოგრ. – დემოგრაფიული
დემოკრ. – დემოკრატიული
დეპ. – დეპუტატი
დეპარტ. – დეპარტამენტი (სახელწოდებასთან)
დიალექტ. – დიალექტიკური
დიდაქტ. – დიდაქტიკური
დინამ.– დინამიკური
დიპლ. – დიპლომატიური
დრამ. – დრამატული
დსთ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა
ე
ებრ. – ებრაელი, ებრაული
ეგზ. – ეგზემპლარი
ევოლ. – ევოლუციისა, ევოლუციური
ევრ. – ევროპელი, ევროპისა, ევროპული
ეთნ. – ეთნიკური
ეთნოგრ. – ეთნოგრაფიისა, ეთნოგრაფიული
ეკოლ. – ეკოლოგიისა, ეკოლოგიური
ეკონ. – ეკონომიკისა, ეკონომიკური
ენათმეცნ. – ენათმეცნიერებისა, ენათმეცნიერული
ენერგეტ. – ენერგეტიკისა, ენერგეტიკული
ეროვნ. – ეროვნული
ესთეტ. – ესთეტიკისა, ესთეტიკური
ეტიმოლ. – ეტიმოლოგიისა, ეტიმოლოგიური
ეუთო–ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია
ექსპ. – ექსპორტული
ექსპერ. – ექსპერიმენტული
ვ
ვერტ. – ვერტიკალური
ვეტ. – ვეტერინარიისა, ვეტერინარული
ვულკ. – ვულკანისა, ვულკანური
ზ
ზ. დ. –ზღვის დონიდან (ციფრობრივ მონაცემებთან)
ზოოლ. – ზოოლოგიისა, ზოოლოგიური
ზოოტექ. – ზოოტექნიკისა, ზოოტექნიკური
თ
თავ–რე – თავმჯდომარე
თარგმ. – თარგმანი, თარგმნილი
თბილ.–თბილისი, თბილისის
თეატრ. – თეატრისა, თეატრალური
თებ. – თებერვალი, თებერვლისა
თეოლ. – თეოლოგიისა, თეოლოგიური
თეორ. – თეორიული
თსსი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
თსსუ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
თსუ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბრუნვის ნიშნები დეფისის შემდეგ ყველა ბრუნვაში)
თურქ. – თურქეთისა, თურქული
თხზ. – თხზულება, თხზულებათა
თხზ. კრ. – თხზულებათა კრებული
თხზ. სრ. კრებ. – თხზულებათა სრული კრებული
ი
იანვ. –იანვარი, იანვრისა
იდეალ. – იდეალისტური
ივლ. – ივლისი, ივლისისა
ივნ. –ივნისი, ივნისისა
იმპ. – იმპერატორი (სახელთან)
იმპერიალ. – იმპერიალისტური
იმპორტ. – იმპორტული
ინგლ. – ინგლისური
ინგუშ. – ინგუშეთისა, ინგუშური
ინდივიდ. –ინდივიდუალური
ინდოევრ. – ინდოევროპული
ინჟ. – ინჟინერი (გვართან)
ინტენს. – ინტენსიური
ინ-ტი – ინსტიტუტი (ყველა ბრუნვაში)
ირან. – ირანელი, ირანისა, ირანული
ისტ. – ისტორიისა, ისტორიული
იტალ. – იტალიელი, იტალიისა, იტალიური
იურიდ. – იურიდიული
კ
კ. –კუნძული (სახელწოდებასთან)
კავკ. – კავკასიელი, კავკასიისა, კავკასიური
კათოლ. –კათოლიკური
კანდ. – კანდიდატი, კანდიდატისა
კაპიტ. – კაპიტალური
კაპიტალ. – კაპიტალისტური
კ-ები – კუნძულები
კერამ. – კერამიკისა, კერამიკული
კვადრ. – კვადრატული
კიბერნ. – კიბერნეტიკისა, კიბერნეტიკული
კლიმ. – კლიმატისა, კლიმატური
კლინ. – კლინიკური, კლინიკის
კოლონ. – კოლონიური
კოლხ. –კოლხური
კომპ.–კომპოზიტორი (გვართან)
კომპლ. – კომპლექსური
კომპოზ. – კომპოზიციური
კომუნ. – კომუნალური
კონკრ. – კონკრეტული
კონსერვ. – კონსერვატორია, კონსერვატორიისა
კონსტ. – კონსტიტუციისა, კონსტიტუციური
კონსტრ. – კონსტრუქციისა, კონსტრუქციული
კოსმ. – კოსმოსისა, კოსმოსური
კრებ. – კრებული
კრიტ. – კრიტიკისა, კრიტიკული
კულტ. – კულტურისა, კულტურული (საზღვრულთან)
კურ. – კურორტი (სახელწოდებასთან)
კუსტ. – კუსტარული
ლ
ლაბორ. – ლაბორატორიის, ლაბორატორიული
ლაზ. – ლაზური
ლათ. – ლათინური
ლინგვ. – ლინგვისტიკა, ლინგვისტიკური
ლირ.– ლირიკული
ლიტ. – ლიტერატურული
ლიტ-რა – ლიტერატურა
მ
მ.– მუხლი (კოდექსის)
მაგ. – მაგალითად
მაგნ. – მაგნიტური
მათ. – მათემატიკისა, მათემატიკური
მანუფ. – მანუფაქტურისა, მანუფაქტურული
მარცხ. – მარცხენა
მარჯვ. – მარჯვენა
მატერ. – მატერიალური
მატერიალ. – მატერიალისტური
მაქს. – მაქსიმალური, მაქსიმუმი
მახლ. – მახლობელი (აღმოსავლეთთან)
მდ. – მდინარე (სახელწოდებასთან)
მეგრ. – მეგრული
მედ. – მედიცინისა
მეთოდოლ. – მეთოდოლოგიისა, მეთოდოლოგიური
მელიორ. – მელიორაციისა, მელიორაციული
მეტალ. – მეტალურგიისა, მეტალურგიული
მეტეოროლ. – მეტეოროლოგიისა, მეტეოროლოგიური
მეტროლ. – მეტროლოგიისა, მეტროლოგიური
მექან. – მექანიკური, მექანიკისა
მეცნ. – მეცნიერებისა, მეცნიერული, მეცნიერებათა
მთ. – მთავარი (თანამდებობასთან)
მითოლ. – მითოლოგიისა, მითოლოგიური
მინ. – მინიმალური, მინიმუმი
მინერ. – მინერალური
მოთხრ. –მოთხრობა (სათაურთან)
მონუმ. – მონუმენტური
მორფოლ.– მორფოლოგიისა, მორფოლოგიური
მოსახლ. – მოსახლეობა, მოსახლეობისა
მოსკ. – მოსკოვი, მოსკოვისა
მოსწ. – მოსწავლე
მოძვ. – მოძველებული
მრ.რ. – მრავლობითი რიცხვი
მრეწვ. – მრეწველობა, მრეწველობისა
მუნიციპ. - მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტისა
მუს. – მუსიკის, მუსიკალური
მუსლ. – მუსლიმანური
მცხ. – მცხოვრები
მწვ. – მწვერვალი (სახელწოდებასთან)
მხ.რ. – მხოლოობითი რიცხვი
ნ
ნამდვ. – ნამდვილი (გვარი, სახელი)
ნატო – ჩრდილო–ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
ნაწ. – ნაწილაკი, ნაწილი
ნახ. – ნახაზი
ნახ. – ნახევარი (I ნახ., II ნახ.)
ნ.-კ. – ნახევარკუნძული
ნოემბ. – ნოემბერი, ნოემბრისა
ო
ობსერვ. – ობსერვატორია
ოკ. – ოკეანე (სახელწოდებასთან)
ოპტ. – ოპტიკისა, ოპტიკური
ოპტიმ. – ოპტიმისტური
ორგ. – ორგანული
ორთოგრ.– ორთოგრაფიული
ორიგინ. – ორიგინალური
ოროგრ. – ოროგრაფიული
ოსმ. – ოსმალეთისა, ოსმალური
ოფიც. – ოფიციალური
ოქტ. – ოქტომბერი, ოქტომბრისა
პ
პ. – პუნქტი (სახელწოდებასთან)
პათოლ. – პათოლოგიური
პალეონტოლ. – პალეონტოლოგიისა, პალეონტოლოგიური
პარლამ. – პარლამენტისა, პარლამენტური
პარტ. –პარტიული
პარტიზ. – პარტიზანული
პატრ. – პატრიოტული
პედ. – პედაგოგიკისა, პედაგოგიური
პესიმ. – პესიმისტური
პლასტ. – პლასტიკური
პ/მგ – პასუხისმგებელი
პნევმ. – პნევმატიკური
პოლიგრ. – პოლიგრაფიისა, პოლიგრაფიული
პოლიტ. – პოლიტიკური
პოლიტექ. – პოლიტექნიკური
პოლკ. – პოლკოვნიკი (გვართან)
პოპულ. – პოპულარული
პრაქტ. – პრაქტიკული
პროგრ. – პროგრესული
პროვ. – პროვინციისა, პროვინციული
პროფ. – პროფესორი (გვართან)
პროფ. – პროფესიული
პუბლიც. – პუბლიცისტიკისა, პუბლიცისტური
ჟ
ჟურნ. – ჟურნალი (სათაურთან)
რ
რაოდ. – რაოდენობა
რეგულ. – რეგულარული
რედ. – რედაქცია (ტექსტის შიგნით), რედაქტორი (გვართან)
რედ.-გამომც. – რედაქტორ-გამომცემელი
რევ. – რევოლუციისა, რევოლუციური
რეკონსტრ. – რეკონსტრუქცია, რეკონსტრუქციისა
რელიგ. – რელიგიისა, რელიგიური
რეჟ. – რეჟისორი
რესპ. – რესპუბლიკა, რესპუბლიკისა, რესპუბლიკური
რ-იც, რ-ებიც – რომელიც, რომლებიც (მოკლდება ყველა ბრუნვაში)
რ-ნი – რაიონი
რ-ნული – რაიონული
რომანტ. – რომანტიკული
რუს. – რუსული, რუსეთისა
რფ – რუსეთის ფედერაცია
რჩ. – რჩეული
რ. ც. – რაიონული ცენტრი (სახელწოდებასთან)
ს
ს. – საუკუნე (თარიღთან), საუკუნის
საავტ. – საავტომობილო
საარტ. – საარტილერიო
საბჭ. – საბჭოთა
საგანმან. – საგანმანათლებლო
სადგ. – სადგური
საეკლ. – საეკლესიო
საერთაშ. – საერთაშორისო
საზ. – საზოგადო, საზოგადოებრივი
საზ-ბა – საზოგადოება (ყველა ბრუნვაში)
საზღვ. – საზღვაო
საინჟ. – საინჟინრო
საისტ. – საისტორიო
საკავშ. – საკავშირო
საკ. სახელმწ. – საკუთარი სახელწოდება
სალიტ. – სალიტერატურო
სამართ. – სამართლის, სამართლებრივი
სამედ. – სამედიცინო
სამეცნ. – სამეცნიერო
სამეცნ.-კვლ. – სამეცნიერო-კვლევითი
სამეცნ.-პოპულ. – სამეცნიერო-პოპულარული
სამკურნ. – სამკურნალო
სამრეწვ. – სამრეწველო
სამშ. – სამშენებლო
სამხ. – სამხედრო
სამხრ. – სამხრეთი (მსაზღვრელად)
სამხრ-ით – სამხრეთით
სანიტ. – სანიტარული
სას. – სასულიერო
სას.-სამ. – სასოფლო-სამეურნეო
სასწ. – სასწავლო
სატრანზ.–სატრანზიტო
სატრანსპ. – სატრანსპორტო
საფრ.–საფრანგეთისა
საქ. – საქართველოს (სსრ-თან)
საქ. კპ – საქართველოს კომუნისტური პარტია
საქართვ. – საქართველოს
საშ. – საშუალო
საცხოვრ. – საცხოვრებელი
სახ. – სახელობის
სახ. – სახალხო (სახ. არტისტი, სახ. მხატვარი და მსგავს შემთხვევებში)
სახელმწ. – სახელმწიფო, სახელმწიფოსი
სახვ. – სახვითი (საზღვრულთან)
ს.-დ. – სოციალ-დემოკრატიული (პარტია, ჯგუფი)
სექტ. – სექტემბერი, სექტემბრისა
სვან. – სვანური
სიმფ. – სიმფონიისა,სიმფონიური
სინონ. – სინონიმი
სისტემ. – სისტემატური, სისტემური
სომხ. – სომხეთისა, სომხური
სოფ. – სოფელი (სახელწოდებასთან)
სოც. – სოციალური
სოციალ. – სოციალისტური
სპარს. – სპარსული, სპარსეთისა
სპეც. – სპეციალური
სპეციფ. – სპეციფიკური
სპი – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სპორტ. – სპორტული
სს. – საუკუნეები, საუკუნეების (ყველა ბრუნვაში)
სსიპ–საჯარო სამართლის იურიდიული პირი
სსრკ–საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკების კავშირი
სტ. – სტატია
სტანდ. – სტანდარტული
სტატ. – სტატიკური
სტატისტ. – სტატისტიკისა, სტატისტიკური
სტუ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სუბალპ. – სუბალპური
სუბტროპ. – სუბტროპიკული
სურ. – სურათი
ტ
ტ. – ტომი (წიგნისა)
ტაბ. – ტაბულა
ტემპ-რა – ტემპერატურა (ყველა ბრუნვაში)
ტერიტ. – ტერიტორია, ტერიტორიული
ტერმ. – ტერმინი
ტექ. – ტექნიკისა, ტექნიკური
ტექნოლ. – ტექნოლოგიისა, ტექნოლოგიური
ტექსტოლ. – ტექსტოლოგიისა,
ტექსტოლოგიური
ტექტონ. – ტექტონიკური
ტიპოლ. – ტიპოლოგიური
ტოპოგრ. – ტოპოგრაფიისა, ტოპოგრაფიული
ტრად. – ტრადიციისა, ტრადიციული
ტრანსპ. – ტრანსპორტი, ტრანსპორტისა
ტრიგონ. – ტრიგონომეტრიისა, ტრიგონომეტრიული
ტროპ. – ტროპიკული
უ
უმაღლ. – უმაღლესი
უნივერს. –უნივერსალური
უნ-ტი – უნივერსიტეტი (ყველა ბრუნვაში)
უფრ. – უფროსი (თანამდებობასთან)
უღელტ. – უღელტეხილი
უცხ. – უცხოური
ფ
ფ. – ფუტი
ფაკ-ტი – ფაკულტეტი (ყველა ბრუნვაში)
ფართ. – ფართობი
ფარმაკ. – ფარმაკოლოგიისა, ფარმაკოლოგიური
ფედერ. – ფედერაციისა, ფედერაციული
ფეოდ. – ფეოდალური
ფიზ. – ფიზიკისა, ფიზიკური
ფიზიოლ. – ფიზიოლოგიისა, ფიზიოლოგიური
ფიზკულტ. –ფიზკულტურის, ფიზკულტურული
ფილოლ. – ფილოლოგიისა, ფილოლოგიური
ფილოს. – ფილოსოფიისა, ფილოსოფიური
ფინანს. – ფინანსური
ფ-კა – ფაბრიკა ( ყველა ბრუნვაში)
ფონეტ. – ფონეტიკისა, ფონეტიკური
ფოტოგრ. – ფოტოგრაფიისა, ფოტოგრაფიული
ფრანგ. – ფრანგული
ფსევდ. – ფსევდონიმი
ფსიქ. – ფსიქიკური, ფსიქიკისა
ფსიქოლ. – ფსიქოლოგიისა, ფსიქოლოგიური
ქ
ქ. – ქალაქი (სახელწოდებასთან)
ქ-ები – ქალაქები (მხოლოდ სახელწოდებასთან)
ქართ. – ქართული
ქართვ. – ქართველი
ქიმ. – ქიმიისა, ქიმიური
ქირურგ. – ქირურგიისა, ქირურგიული
ქ-ნა – ქარხანა (ყველა ბრუნვაში)
ქორეოგრ.– ქორეოგრაფიის, ქორეოგრაფიული
ქრისტ. – ქრისტიანული
ქრონ. – ქრონიკული
ქრონოლ. – ქრონოლოგიური
ქუთ. – ქუთაისი
ყ
ყაბ. – ყაბარდოელი, ყაბარდოსი, ყაბარდოული
ყოფ. – ყოფილი
შ
შდრ. – შეადარე
შემდგ. – შემდგენელი
შნშ – შენიშვნა
შპს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
ჩ
ჩაჩნ.-ინგ. – ჩაჩნეთ-ინგუშეთისა
ჩრდ. – ჩრდილოეთი, ჩრდილო
(ჩრდილო კავკასია-მსაზღვრელად)
ჩრდ-ით – ჩრდილოეთით
ჩრდ.-აღმ. - ჩრდილო-აღმოსავლეთი (მსაზღვრელად)
ჩრდ.-დას–ჩრდილო-დასავლეთი (მსაზღვრელად)
ც
ც. – ცალი (რაოდენობასთან)
ცენტრ.– ცენტრალური
ცხრ. – ცხრილი
ძ
ძვ. – ძველი
ძვ.სტ. – ძველი სტილით
ძვ.წ. – ძველი წელთაღრიცხვით
წ
წ.-კორ. – წევრ-კორესპონდენტი
წ. – წელი (თარიღთან)
წლ. – წლიური
წმ. – წმინდა (სახელთან)
წყალსაც.– წყალსაცავი (სახელწოდებასთან)
ჭ
ჭან. – ჭანური
ხ
ხალხ. – ხალხური
ხელმძღვ. – ხელმძღვანელი
ხელოვნ. – ხელოვნებისა
ხვ.წ. – ხვედრითი წონა, წილი
ხორვ. – ხორვატი, ხორვატიისა, ხორვატული
ჰ
ჰიდროგრ. – ჰიდროგრაფიისა, ჰიდროგრაფიული
ჰიდროლ. – ჰიდროლოგიისა, ჰიდროლოგიური
ჰიდრომეტეოროლ. – ჰიდრომეტეოროლოგიისა, ჰიდრომეტეოროლოგიური
ჰიდროსტ. – ჰიდროსტატიკისა, ჰიდროსტატიკური
ჰიდროტექ. – ჰიდროტექნიკისა, ჰიდროტექნიკური
ჰისტოლ. – ჰისტოლოგიისა, ჰისტოლოგიური
ჰორიზ. – ჰორიზონტალური