თედიაშვილი ლევან (1948- 2024)
თედიაშვილი ლევან (1948- 2024)

დაიბადა ქ. საგარეჯოში. დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (1971 წ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი (1976 წ.).

1968-1971წწ. იყო თბილისის საავეჯო კომბინატის მუშა; 1980-1982წწ. კომკავშირის ცკ-ს სპორტული და თავდაცვის მუშაობის განყოფილების გამგე; 1982-1984წწ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; 1989-1993წწ. ერთობლივი საწარმოების "თსბ"-სა და "აბჯრის" პრეზიდენტი; 1993-1995წწ. კახეთის რეგიონში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N11 საგარეჯოს ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მონაწილეობდა ფილმებში "ხარება და გოგია" (გოგია კენკიშვილი, რეჟ. გ. შენგელაია, 1987), "მეოთხე ბრაიტონი" (კახი, რეჟ. ლ. კოღუაშვილი, 2021); არის სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971), სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი), საქართველოს N1 მეცენატი (1992), კინოფესტივალ "ოქროს არჩას" პირველი პრიზის მფლობელი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ხარება და გოგია"; ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი", ნიუ-იორკში "ტრაიბეკას" საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა; ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის. თავისუფალი სტილის მოჭიდავე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 141; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.171; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.271; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წეცრი (1995-1997)

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წეცრი (1999-2002)

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან დემოკრატები", წევრი (2002-2004)

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა", წევრი (2001-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

  • 1978 - ევროპის ჩემპიონი

  • 1976 - ევროპის ჩემპიონი

  • 1976 - XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (მონრეალი)

  • 1975 - მსოფლიო ჩემპიონი (თავისუფალი ჭიდაობა)

  • 1974 - ევროპის ჩემპიონი

  • 1974 - მსოფლიო ჩემპიონი (თავისუფალი ჭიდაობა)

  • 1973 - მსოფლიო ჩემპიონი (თავისუფალი ჭიდაობა)

  • 1973 - სსრკ ჩემპიონი

  • 1973 - მსოფლიოს ჩემპიონი (სამბ0)

  • 1972 - XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (მიუნხენი)

  • 1971 - სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი

  • 1971 - მსოფლიოს ჩემპიონი (თავისუფალი ჭიდაობა)

  • ლენინური კომკავშირის საპატიო ნიშნის ორდენი

  • ლენინის ორდენი

  • საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელი

  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

  • საპატიო ნიშნის ორდენი