ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა - საერთაშორისო კონფერენცია II
ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა - საერთაშორისო კონფერენცია II

ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა II - ყოველწლიური საერთაშ. კონფერენცია გაიხსნა თსუ-ის ქართულ დიასპორათა სამეცნ. კვლევის ცენტრის ორგანიზებით (11.X.2022). ღონისძიებას თსუ-ის რექტორის მოადგილე ნ. გვენეტაძე, საქართვ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თ. წულუკიანი, საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მოადგილე ნ. მიცკევიჩი, აღმასრ. და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკად. წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კონფერენცია თურქეთში მოღვაწე ქართვ. მეცენატის, ბიზნესმენის, დოქტორ ს. ზაზაძის ხსოვნას, მის ღვაწლს მიეძღვნა, რ-იც მან დედასამშობლოს წინაშე გასწია. ზაზაძეთა ოჯახი სათავეში უდგას სტამბოლის ქართ. კათოლიკური სავანის ფონდს, მეთვალყურეობენ ეკლესიას, არქივს, ბ-კას. მასში მონაწილეობენ მეცნიერები საქართვ. და თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლ. სასწავლებლიდან და სამეცნ. კვლ. ცენტრიდან. ღონისძიებაზე ასევე განიხილეს ქართ. კათოლიციზმის ისტორია, ისტორიულ ქართულ დიასპორათა (თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში) ყოფა, კულტურა, ენობრივი ვითარება. საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კაში გამართული კონფერენციის ორგანიზატორია თსუ-ში დაფუძნებული ქართულ დიასპორათა სამეცნ. კვლევის ცენტრი. კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ: რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი; საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კა; სტამბოლის ქართ. ხელოვნ. სახლი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტი; სულხან-საბა ორბელიანის უნ-ტი. თსუ-ის ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის შესწავლის არეალია საქართვ. პოლიტ. საზღვრებს მიღმა მცხოვრები მკვიდრი, ავტოქტონი ქართველები, ისტ. დიასპორები და პირველი რესპ. შემდგომი ხანის ემიგრაციის ლოკალური წერტილები ევროპასა და აშშ-ში.