ესაძე რეზო პარმენის ძე
ესაძე რეზო პარმენის ძე

ესაძე რეზო პარმენის ძე (18.II. 1934,  ოზურგეთი-18. IV. 2020, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1956); კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი მოსკოვში (1965). იყო თსუ-ის ფიზიკის კათედრის  უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1955-1957), ამავე უნ-ტის იუმორისტული გაზეთის "ჭინჭრაქას" რედ.; იყო თბილ. 23-ე საშ. სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის  მასწავლებელი (1956-1958); კინოსტუდია "ქართული ფილმის" (1960, 1974-1989), "ლენფილმის" რეჟ. (1965-1974); საქართვ. ტელეფილმების სტუდიის რეჟ. (1972); გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვ. (1979-1989); ხელმძღვანელობდა სტუდია ‘’+1’’-ს (1989-დან); თბილ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშ. კატალოგების საპატიო ორდენი; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (2006); ღირსების ორდენი (1995); საქართვ. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1978); საქართვ. სახელმწ. პრემია (1977); საქართვ. კომკავშირის პრემია (1976); ე. რ. იყო: კემბრიჯის, ვაშინგტონის, მიუნხენის "ლენბახჰაუზის" საერთაშორისო კატალოგების საბჭოს საპატიო წევრი; რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის (1966); საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის (1966); საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1986); კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა მისი სახ. ვარსკვლავი (2019).

თხზ.: ესაძე, რ. (2001). ლექსები. თბ.: დიოგენე, ISBN: 9992859695; ესაძე, რ. (2003). რაშის მონოლოგი: [ლექსები და ნახატები]. თბ., დიოგენე, ISBN: 9994016113; ესაძე, რ. (2008). ბიალონი: კინორეჟისურის შესახებ : სახელმძღვანლო. თბ., შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნ-ტი, ISBN: 9789941900488; ესაძე, რ. (2015). ჩემი საუბრის შემოდგომა. თბ.