-
ავტორი
- კატეგორიები: ანგლისტი მთარგმნელი
ერისთავი თამარ ლევანის ასული (30. IV. 1932, თბილისი-08. I. 2014, დაკრძალულია დიდუბის საზ. მოღვაწ. პანთეონში). ქართვ. პოეტი და მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფა-ტი (1956). მუშაობდა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში ინგლ. ენის კათედრაზე (1960-1973). ე. თ. ხელმძღვ. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმ. და ლიტ. ურთიერთობათა მთ. სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას (1974-1993). მონაწილეობდა მსოფლიო ლიტ. ბიბლიოთეკის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართ. გამოც. რედკოლეგიის მუშაობაში. 22 წლისამ პირველად გამოქვეყნა ლექსები (1954). პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია: „იარე მზეზე“ (1965), „იალკიალი“ (1981), „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ“ (1986). მის შემოქმედებაში გაცოცხლებულია საქართვ. ისტ. გმირთა სახეები - ,,ცოტნე დადიანის მოლანდება“ (1969), ,,გორგასლის დაბრუნება“ (1967), ,,ძველ სამარხებთან“ (1976), ,,კავთის ციხესთან“ (1969). მან ფეხით შემოიარა საქართვ. ყველა კუთხე და განცდილი ასახა ციკლებში: ,,ფშავ-ხევსურეთი’’ ,,მთათუშეთში“, ,,სვანეთის მთებში“. ,,ჩემი იმერეთი“ და სხვა. ერთობ საინტერსოა ე.-ის წიგნი ,,ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ანუ ,,ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის მეორე განზომილება (1995). მან თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979), ასევე რობერტ ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა“ (1964). მას ეკუთვნის ჯ. ბაირონის, ჟაკ პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნ. ტიხონოვისა და სხვათა ლექსების თარგმანები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.
თხზ.: ერისთავი, თ. (1986). ვარსკვლავიანი ცის ქვეშ : ლექსები. თბ., მერანი; ერისთავი, თ. (1995). "ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები" ანუ "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მეორე განზომილება. თბ., ნეკერი; ერისთავი, თ. (თანაავტორი). (2001). შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი : ზღაპრად : სკოლამდ. და დაწყ. კლასების ბავშვებისათვის. თბ., ხატი; ერისთავი, თ. (მთარგმნელი). (2013). პერიკლე, მეფე ტვიროსისა ; ციმბელინი : პიესები. თბ., პალიტრა L.
ლიტ.: მჭედლიძე ბ., თამარ ერისთავი, "მნათობი", 7, 1981., ერისთავი თამარ ლევანის ასული. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.3, თბ., 2014, გვ. 60.