დადიანი ლულუ სევერიანის ასული (14.VI.1942, თბილისი), ქართ. ფერმწერი. დ. ლ. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1964) და თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტი (1973). ამავე წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. დ. ლ. -ს ჰქონდა პერსონალური გამოფენები: თბილ. (1988), შტუტგარტში (გერმ., 1989, 1991), ოიპენში (ბელგია, 1992), მაინცში (გერ., 1995) და სხვ. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ტილოებია: „კითხვის ნიშანი“ (1988, მხატვრის კუთვნილება), „ნიღბები“ (1990, კერძო კუთვნილება), „შემოდგომის ყვავილი“ (1994, კერძო კუთვნილება), „რილკეს X ელეგია“ (1994, მხატვრის კუთვნილება), „ხის დაბადება“, „კარიატიდა“ (1990, კერძო კუთვნილება) და სხვ. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართვ. ეროვნ. გალერეაში, ქ. ჰალეს მხატვართა კავშირის მუზეუმში, ბოსენის ხელოვნ. ცენტრში (გერმ.) და სხვ. დ. ლ. თარგმნა რაინერ მარია რილკეს „დუინური ელეგიები“ (ვენა, 1998), რომელშიც ავსტრიის სახელმწ. კანცელარიის პრემია მიიღო (2000).
ლიტ.: დადიანი ლულუ სევერიანის ასული. საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2, 2012. http//mematiane.ge