-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი პროფესორი
ზვიადაძე შალვა ვაჟას ძე (21.III.1984 ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი (2010), მათ. აკადემ. დოქტორი (2013), დაამთვრა: ქ. თბილ. №147 საჯარო სკოლა (1991-2001), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი, სპეციალობით მათემატიკა (2001-2005), მაგისტურა (2007), დოქტორანტურა (2009-2013). იყო:თსუ-ის მიწვეული პროფესორი (2009-2010), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრაზე ასისტენტ-პროფესორი (2010-2024). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროს წარმოადგენს ფუნქციონალური სივრცეები და ფურიეს მწკრივების კრებადობის საკითხები. მას მიღებული აქვს შედეგები ფურიეს ტრიგონომეტრიული და ზოგადი ორთოგონალური მწკრივების კრებადობისა და განშლადობის საკითხებზე სხვადასხვა ფუნქციონალურ სივრცეებში. აგრეთვე, გამოკვლეული აქვს ცვლადმაჩვენებლიანი ლებეგის სივრცეებისა და განზოგადებული სასრული ვარიაციის კლასების თვისებები. ის მონაწილეობდა 6 სამეცნ.-საგრანტო პროექტში, რ-ებიც დააფინანსა შოთა რუსთაველის საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდმა.
თხზ.: Zviadadze, Sh. (2006). On a Lukacs theorem for regular linear means of conjugate trigonometric Fourier series,: Bull. Georgian Acad. Sci., 173, 435-438; Zviadadze, Sh. (თანაავტორი). (2020). On the Generalized Cesáro Summability of trigonometric Fourier series,: Mathematical notes, Vol.107,No.6, 898-906; Zviadadze, Sh. (თანაავტორი). (2025). Approximation properties of trigonometric Fourier series in generalized variation classes, Advances in operator Theory, 10, 3.