-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ზვიადაძე მიხეილ დავითის ძე
ზვიადაძე მიხეილ დავითის ძე (22.I.1935, თბილ.-12.IX.2017, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ–ტი (1958). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში (1962–1966), ნახევარგამტარული ხელსაწყოების სამეცნ.-კვლევით ინ-ტში (1966–1973), ელ. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტში (1973–1986 და 1998–2009). იყო საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ზოგადი და თეორ. ფიზიკის კათედრის გამგე (1986–1998). მუშაობდა საქართვ. ტექნ. უნ-ტში (2009-დან). კვლევის ძირითადი სფეროა: მაგნიტური რეზონანსის თეორია, არაწონასწორული პროცესების თეორია, ელექტროენერგიის გამომუშავებელი ძრავების თეორია. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1991).