-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ზუბიაშვილი თამაზ ბიძინას ძე (02.XII.1959, დედოფლისწყარო). სწავლობდა დამასკოს უნ-ტში (1986-1987); წარმატებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობა (1988); დაამთავრა საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურა (1991); იყო დემოგრაფიისა და სოიოლოგიური კვლ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1991-1994), დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს მოსახლეობის სოფლიდან ქალაქად მიგრაციის სოციალურ-დემოგრაფიული შედეგები“; შემდეგ იყო უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; საქართვ. სახელმწ. კანცელარიის კონსულტანტი და საქართვ. დასაქმების სახელმწ. სამსახურის მთ. სპეციალისტი (1998-2004); აშშ-ს ჯორჯთაუნის უნ-ტში გაიარა ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებელთა განვითარების პროგრამა (2004-2005); ასევე პროფესორ-მასწავლებელთა განვითარების პროგრამა ჯორჯ ვაშინგტონის უნ-ტში (2009-2011); მიღებული აქვს მრავალი საერთაშ. გრანტი; იყო თსუ-ის ევრ. კვლ. ინ-ტის ასოცირებული პროფესორი; ასისტენტ-პროფესორი (2007-2012); თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2014); მონაწილეობს სხვადასხვა გაცვლით სამეცნ. პროგრამებში აშშ-ში, საფრანგეთში, თურქეთში, ავსტრიასა და სხვა ქვეყნებში; გამოქვეყნებული აქვს წიგნი და სამეცნ. სტატია: „სახელმწიფოთა მიგრაციის პოლიტიკა და შრომითი რესურსების იმპორტისა და ექსპორტის საკითხი“ (ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 2015, N 1); „მოსახლეობის კურსის სწავლების მეთოდოლოგიის ზოგიერთი ასპექტი“ (ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი, 2022-2023, N 10-11); „The Impact of Migration on the Development of Economy and Demography of Georgia in the Period of Globalization“ (Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 2023, vol. 17, no.3, 2023. მონაწილეობდა 30 საერთაშ. კონფერენციაში; მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშ. სერთიფიკატები, ჯილდოები და გრანტები. მონაწილეობდა 10 სხვადასხვა ტიპის გაცვლით სამეცნ. პროგრამაში. წაკითხული აქვს ლექციები და მოხსენებები ოსტფოლდის უნ-ტში (ნორვეგია), ჯორჯ ვაშინგტონისა და ჯორჯთაუნის უნ-ტში (აშშ); მიიღო აშშ-ს სახელმწ. დეპარტ. სიგელი(2000-2005); მიღებული აქვს თსუ-ისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. ოქროს მედალები (2025); საქართვ. პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების მედლით; არის თსუ-ის საერთაშ. სამეც. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“ პასუხისმგებელი მდივანი და სამეცნ. ჟურნ. “მიგრაცია“ რედკოლეგიის წევრი.
თხზ.: ზუბიაშვილი, თ. (1999). თანამედროვე საერთაშორისო მიგრაცია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992831138; ზუბიაშვილი, თ. (2009). მოსახლეობა და განვითარება: სახელმძღვანელო. თბ. უნივერსალი, ISBN: 9789941126420; ზუბიაშვილი, თ. (თანაავტორი). (2011). შიდა ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941104435; Zubiashvili, T. (თანაავტორი). (2012). Socio-Economic Problems of Return Migration in Georgia. Tb., Universal; Zubiashvili, T. (თანაავტორი). (2016). World Economy and International Economic Relations. Publishing House. Tb. Universal.