-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ზოგადი ფიზიკის კათედრა - სტრუქტურული ერთეული (1933-2006). ზოგადი ფიზიკის კათედრა (გამგები აკად. მ. მირიანაშვილი, დოც. ნ. პოლიევქტოვ-ნიკოლაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა. ხელაშვილი, პროფ. ჯ. მებონია). საყოველთაოდაა ცნობილი აკად. მ. მირიანაშვილის ზოგადი ფიზიკის კურსი, რომელზეც ფიზიკოსთა არაერთი თაობა აღიზარდა და იზრდება. სასწ. მუშაობასთან ერთად კათედრაზე ფართოდ იყო გაშლილი სამეცნ. მუშაობა ველის თეორიასა და გრავიტაციაში (მ. მირიანაშვილი, ნ. პოლიევქტოვ-ნიკოლაძე, ვ. ქირია, ვ. თარგამაძე), ველის ტოპოლოგიური მოდელებში (ა. ხელაშვილი). მნიშვნელოვანი სამუშაოები წარმოებდა ფიზიკის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით (გ. ასლანიდი, გ. ვეფხვაძე, რ. ციტაიშვილი, ა. იშხნელი, თ. ხაზარაძე, ვ. ერქომაიშვილი, ო. ხარშილაძე, გ. გუჯაბიძე და სხვა). მნიშვნელოვანი ამოცანები შეისწავლებოდა კათედრასთან არსებულ გამოყენებითი ელექტროდინამიკის სამეცნ. ლაბორ-ში (რ. ზარიძე, დ. ქარქაშაძე, დ. კაკულია და სხვა).