ზიცარი იური ვლადიმერის ძე
ზიცარი იური ვლადიმერის ძე

ზიცარი იური ვლადიმერის ძე (14. IV. 1928,  სოფ. მაკუშინო, კურგანის ოლქი, რუსეთი — 23. VI. 2009, სანკტ-პეტერბურგი), ენათმეცნიერი, ბასკოლოგი. დაამთავრა ლენინგრადის უცხო ენების ინ-ტი (1950). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბასკური ენის შესახებ (1955). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ორიოლსა და სამარაში. მუშაობდა თსუ-ში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია და სამეცნ. შრომები. ზ. ი.-ს სამეცნ.-კვლ. სფერო ეხება ბასკური ენის ეტიმოლოგიას, რეკონსტრუქციას, ბასკური და იბერიულ-კავკასიური ენების ტიპოლოგიური კვლევის საკითხებს.