ზილფიმიანი დავით ონიკის ძე
ზილფიმიანი დავით ონიკის ძე

ზილფიმიანი დავით ონიკის ძე (14.IX.1959. სოფ. ვაჩნაძიანი, გურჯაანის რ–ნი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალობით (1981). სწავლის პერიოდში ინჟინრად დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკ-ტის ნახევარგამტარების ლაბორატორიაში. მუშაობდა მეცნ. აკადემიის გეოფიზიკის ინ-ტში ინჟინრის, ლაბორ. გამგის, განყ-ბის უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე (1979-2003); მოსკოვის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე "ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში" (1985); ტოკიოს უნ-ტში მიიღო JISTEC AWARD (1992-1993); ამავე წლებში იგი მუშაობდა მოგის ლაბორატორიაში მეცნიერ-მუშაკად. იყო რომის უნ-ტის პროფესორი ფიზიკის დეპარტამენტში (1994-2006); იკავებდა იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტ ESPERIA-ს მთ. მეცნიერ-მუშაკისა და სისტემური ინჟინრის პოზიციას (2000-2003). აკად. ჯ. ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართვ. კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას (2003-2005). იყო საერთაშ. ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის LAZIO-SIRAD-ის თანაავტორი (2003-2004); წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს (2004-2008);  NASA-ს "გოდარდის" ფრენის ცენტრში პროფესორ პ. ტეილორთან ერთად მუშაობდა ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე (მერილენდი, აშშ, 2011-2013); არის საქართვ. კოსმოსური ცენტრის ხელმძღვ. (2014-დან); მან დააფუძნა კომპანია "სტერეო პლუსი" რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია (2012); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2021). მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. და განათლების ამაგდარის წოდება (საქართვ. ეროვნ. აკადემიის პრეზიდიუმის 2017 წლის 11 იანვრის დადგენილება). ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. პოლიტ. პარტია "ევროპელი სოციალისტების", თანადამფუძნებელი (2021); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2021); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების და მეცნ. კომიტეტის წევრი (2021); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნ. და კულტურის კომიტეტის წევრი (2021-2021); საქართვ. მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2021).