-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი საქართველოს პარლამენტის წევრი პრემიერ–მინისტრი
ჟვანია ზურაბ ბესარიონის ძე (09. XII. 1963, თბილისი-03. II. 2005, თბილისი, დიდუბის პანთეონი) ბიოლოგი, თანამდედობის პირი, პოლიტ. ლიდერი. საქართვ. მოქალაქეთა კავშირის გენ. მდივანი (1993-1997); საქართვ. მწვანეთა პარტიის თავ-რე (1988-1993); ევრ. მწვანეთა გაერთიანების, თანათავ-რე (1992-1993). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი, ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლ. სპეციალობით (1985). უნ-ტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდებთან და ცნობილ მეცნიერებთან ერთად ჩამოაყალიბა ეკოლ. ასოციაცია (1985), რ-ის ბაზაზეც შეიქმნა "საქართველოს მწვანეები "(1988); იგი მუშაობდა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლ. კათედრაზე ჯერ უფრ. ლაბორანტად, შემდეგ კი უმცროს მეცნიერ-თანამშრომელად (1985-1992); იყო საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1992-1995); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "მწვანეები", თავ-რე (1993-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. თავ-რე (1995-1999). მისი თავ-რეობის პერიოდში საქართვ. პარლამ. პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონ. პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართვ. ინტეგრაციას საერთაშ. ასპარეზზე. მისი დამსახურებით ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი თავისუფალი მასმედია; ჟ. ზ. იყო საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002); პარლამ. თავ-რე (1999-2001); ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (2002); ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-2004); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2002-2004). იყო საქართველოს სახელმწ. მინისტრი (2003-2004); საქართვ. პრემიერ-მინისტრი (2004-2005). გარდაცვალების შემდეგ, საქართვ. პარლამენტის შენობაში გაიხსნა ბრინჯაოში შესრულებული მისი ბიუსტი, ავტორი, მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე. თბილისში არსებობს ჟ. ზ.-ის სახ. ქუჩა და მოედანი.
თხზ.: ჟვანია, ზ. (2006). ჩვენი თაობის პრივილეგია: ლექციების კურსი. თბ., საარი, ISBN: 9994029975.
ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: 2001-2002: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001, ISBN: 9992852844; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.