ჟვანია ირინე რევაზის ასული
ჟვანია ირინე რევაზის ასული

ჟვანია ირინე რევაზის ასული (19.I.1970, თბილისი), ფსიქოლოგი, თსუ-ის ფსიქოლ.  და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ.  ფაკ-ტი (1992). სხვადასხვა დროს იყო თსუ-ის ფსიქოლ.  ფაკ-ტის ზოგადი ფსიქოლ.  კათედრის მოწვეული ლექტორი (1998) და სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის ფსიქოლ.  მიმართულების ასისტენტ-პროფესორი (2005), ამავდროულად იკავებდა ფაკ-ტის დეკანის მოადგილის თანამდებობას (2004–2005).  დაიცვა დისერტაცია თემაზე „მცდარი უნიკალურობისა და მცდარი კონსენსუსის ეფექტების კვლევა და მათზე მოქმედი ფაქტორები“, ეისთვისაც მიენიჭა ფსიქოლ.  მეცნ. კანდიდატის ხარისხი (2008). არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2010-დან). იყო როგორც თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (2014–2022), ასევე ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2014-დან) და ამავე საბჭოს მდივანი (2018–2022). აკად. საქმიანობასთან ერთად არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის სპეციალისტი (2012), ხელმძღვანელობს მასწავლებელთა შეფასების ჯგუფს (2015). ჟ. ი. კითხულობს სასწ. კურსებს: კოგნიტური ფსიქოლოგია; ფსიქოლ.  საფუძვლები; პიროვნების ფსიქოლოგია; შესავალი სოც. კვლევის მეთოდებში; ფსიქოლ.  კვლევის მეთოდები; პიროვნების ფსიქოლოგია: თეორია და კვლევა; პიროვნების მოდელები ანთროპოლ. კონტექსტში. თანაავტორებთან ერთად არის არაერთი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი. პერიოდულ გამოცემებსა თუ სამეცნ. კრებულებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები და კვლევები: „Access and Barriers to Education: Attitudes and Perceptions of Ethnic Minorities in Georgia“ (Problems of Education in the 21st Century“ 72, 2016); „Barriers to Education and Career Choice for Young People with Incomplete Secondary Education in Georgia“ (International Journal of Innovation and Research in Educational Sciences“ №5 (5), 2018); „Access and Barriers to Education: A Comparative Analysis of Attitudes and Perceptions of Ethnic Minorities in Georgia“ (An Overview of Literature, Language and Education Research Vol. 9, 2025); „Inclusive Education in Higher Education Institutions in Georgia - Main Barriers and Facilitators“ (Open Journal of Social Sciences“ 13, 2025).

თხზ.: ჟვანია, ი. (თანაავტორი). (2023). ემოციური და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლება. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941361258.ა