ჟვანია გრიგოლ კონდრატეს ძე
ჟვანია გრიგოლ კონდრატეს ძე

ჟვანია გრიგოლ კონდრატეს ძე (12. XII. 1915, სოფ. ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონინი-I. 2009).  ისტორიკოსი; მეცნიერი; პედაგოგი, პუბლიცისტი, საბჭ. კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი (1940); ისტორიის მეცნ. დოქტორი (1959);  პროფესორი (1967); საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967); საქართვ. ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარებაში, ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. მოღვაწეობისათვის მიიღო ღირსების ორდენი (1999), მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1944); მუშაობდა საქართვ. კპ ცკ-ის აპარატში (1944-1952); საქართვ. კპ  ცკ-თან არსებულ პარტ. ისტ. ინ-ტში (1953); სკკპ ცკ-თან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის ფილიალში; იყო იმ პერიოდისათვის სრულიად ახ. ტიპის სასწ. საერთაშ. სახ. დიპლომატიის აკადემიის  ხელმძღვ. (1980); ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, უცხო ენათა ინ-ტში და სხვა უმაღლ. სასწავლებლებში. ხშირად მონაწილეობდა საერთაშ. სამეცნ. სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. სხვადასხვა დროს იყო თსუ-ისა და სხვა დარგობრივი ინ-ტების სამეცნ. საბჭოების წევრი, იყო სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაციების ოთხმოცამდე მაძიებელთა ოპონენტი თბილ., მოსკ., ლენინგრადში, ერევანში და საბჭ. კავშირის სხვა მრავალ ქალაქში. იყო ოცზე მეტი მეცნიერის საკან. და სადოქტორო დისერტაციის  ხელმძღვ. მეცნ. მოღვაწეობას კარგად უხამებდა პუბლიცისტურ საქმიანობასაც. სხვადასხვა დროს, როგორც ქართ., ასევე რუს. პრესაში მას გამოქვეყნებული აქვს ექვსასამდე სტატია, ნარკვევი, პოლემიკური ხასიათის წერილი თუ რეცენზია.

თხზ.: ჟვანია, გრ. (1985). საქართველოს სინამდვილე და ბურჟუაზიული ფალსიფიკატორები. თბ., საბჭ. საქართველო; ჟვანია, გრ. (1990). ეგრეთ წოდებული “ნაციონალ-უკლონიზმის შესახებ“. თბ., საბჭ. საქართველო; ჟვანია, გრ. (1992). როგორ მზადდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია: დოკუმენტები. თბ., სამშობლო; ჟვანია, გრ. (1998). ევროპა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა: (1917-1925). თბ., სამშობლო.

ლიტ.: ჟვანია გრიგოლ კონდრატეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 8. თბ., 1984. გვ. 249;  ყიფიანი, თ. (2002).  წიგნი ღირსებისა: ტ. 4. თბ., გვ. 217; ბრეგაძე, გრ. (2000). ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები: კრებული. თბ., გვ. 93-94.