ჟვანია გიორგი ბესარიონის ძე
ჟვანია გიორგი ბესარიონის ძე

ჟვანია გიორგი ბესარიონის ძე (28.V.1968, თბილისი), პოლიტიკოსი, ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, რადიოფიზიკოსის სპეციალობით. სხვადასხვა დროს იყო მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტის, სტაჟიორ-მკვლევარი (1992-1996). ჟ. გ. იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მთ. სპეციალისტი (1996); შპს "სამგორი", დირექტორის მოადგილე (1996-1998); შპს "ბი ემ სი" დირექტორი (2000-2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012-2016); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრ. საკითხთა კომიტეტის წევრი (2012-2013); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის თავ-რის მოადგილე (2012-2013); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016); დარგობრივი ეკონ. და ეკონ. პოლიტ. კომიტეტის წევრი (2013-2016); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი (2015-2016).

ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.