ჟუჟუნაძე მაია შალვას ასული
ჟუჟუნაძე მაია შალვას ასული

ჟუჟუნაძე მაია შალვას ასული (24. VIII. 1937, ქ. ხაბაროვსკი). ბიოლოგი, მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოლ. აკად. დოქტორი (1970), დოცენტი (1970-2006). ჟ. მ.-მ დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1961) და ასპირანტურა მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1964). მუშაობდა თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად (1964-1970); პროფ. ქ. ცხაკაიას ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰექსაქლორანის გავლენა ბარდის ზოგიერთ ფიზიოლოგიურ მაჩვენებელსა და მოსავალზე“ (1970). იმავე წელს გადაყვანილი იქნა თსუ-ის ფოტოსინთეზის სამეცნ.-კვლ. პრობლემურ ლაბორატორიაში დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ მუშაობა გააგრძელა მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1974-2006); თსუ-ში ჟ. მ. კითხულობდა სალექციო კურსებს: „ფოტოსინთეზი“, „ზრდისა და განვითარების ფიზიოლოგია“, „მცენარეთა მინერალური კვება“, „მცენარეთა ეკოლოგიური ბიოქიმია და ფიზიოლოგია“, „მცენარე და მედიცინა“; იყო თსუ-ის ფოტოსინთეზის სამეცნ.-კვლ. პრობლემური ლაბორ. სწავლული მდივანი. არის სამეცნ. შრომის ავტორი; უძღვებოდა მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალიზაციის სტუდენტთა საკვალიფიკაციო პრაქტიკებს (ქ. რიგა). ჟ. მ.-მ ქართ. ენაზე თარგმნა ვ. ლარსერის  „მცენარეთა ეკოფიზიოლოგია“ (2006); ქ. კიორნელის „ალპურ მცენარეთა ეკოლოგია” (2008) სახელმძღვანელოები.

თხზ.: ჟუჟუნაძე, მ. (თანაავტორი). (1967). ჰექსაჰლორანის 12-იანი დუსტით დამუშავების გავლენა ნახშირწყალბადის დინამიკაზე ბარდაში. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N 1, ტ. 48, გვ.157-162; ჟუჟუნაძე, მ. (1974). ქლოროფოსით დამუშავების გავლენა ბარდაში ზოგიერთი ვიტამინის შემცველობაზე. საქ. სოფ. მეურნეობა, N3, გვ.22-23; ჟუჟუნაძე,  მ. (თანაავტორი). (1999). ფიტოჰორმონების აქტივობის ცვალებადობა ქრისტესისხლას ფოთლებში ონტოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე. თბ., თსუ შრომები, ბიოლოგია ტ. 319, გვ.11-14;  ჟუჟუნაძე,  მ. (თანაავტორი). (1999). ულტრაიისფერი სხივების გავლენა სიმინდისა და სოიას ზოგიერთ ბიოქიმიურ მაჩვენებელზე. თსუ შრომები , N 319, გვ. 73-82.