ჟურული ვარლამ ნიკოლოზის ძე
ჟურული ვარლამ ნიკოლოზის ძე

ჟურული ვარლამ ნიკოლოზის ძე (15.IX.1908, სოფ. ჩიბათი, ლანჩხუთის რ-ნი - 30.I.1965, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში), პოეტი, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1935). გამოქვეყნდა მისი პირველი პოეტური კრებ. "ვარდის ფურცლობა" (1924). ამ პერიოდიდან მისი ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდებოდა ქართ. ჟურნ.-გაზეთებში. იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს, ე. წ. "ახალთაობელებს", რამაც მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. სხვადასხვა დროს  გამოიცა პოეტის არაერთი კრებ.: „ნარაზენი“; „ჩრდილოეთის დაპყრობა“ (1940); „ლირიკა“ (1956); „ჩემი მერცხლები“ (1960); „ვაზის ცრემლები“ (1962) და სხვა.; მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე; პოეტი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარისა და  ტექსტის ავტორია; პრესაში ხშირად იბეჭდებოდა  მისი პუბლიც. წერილები და სტატიები. 

თხზ.: ჟურული, ვ. (1950). ჩვენი გაზაფხული: ლექსები. თბ., საბჭ. მწერალი; ჟურული, ვ. (1961). მამულო საყვარელო: ნარკვევები, წერილები და პატარა ჩანახატები. თბ., ნაკადული.

ლიტ.: ჟურული ვარლამ ნიკოლოზის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 8. თბ., 1984; ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე.  თბ.