-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ჟურული გიორგი დურმიშხანის ძე (23 . IV. 1865, ბორჩალოს მაზრის სოფ. ჯელალ–ოღლუ-09.IX. 1951, საფრ. დაკრძალულია ლევილის ქართ. სასაფლაოზე). პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე. სწავლობდა თბილ. სამხ. გიმნაზიაში (1877–1878); დაამთავრა კადეტთა კორპუსი (1886), მაგრამ უარი თქვა სამხ. კარიერაზე. სწავლა განაგრძო მოსკ. აგრონ. აკადემიაში (1893). თბილ.-ში დაბრუნებისთანავე იგი აირჩიეს ქართ. სასკოლო ბანკის ზედამხედველი კომიტეტებისა და დრამ. საზ-ბის გამგეობის წევრად. იყო გაზ. „ივერიის“ რედ.-ის შტატიანი თანამშრომელი (1894); თბილ. სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის გამგე (19.V.1895); მიწათმოქმედების სამინისტროს თანამშრომელი; საცენზურო კომიტეტის ქართ. ენის ცენზორი; ბათუმის საქალაქო სამმართველოს გამგეობის წევრი (1902-1912); იგი გარკვეული პერიოდი ქ. ბათუმის თავის მოადგილეც იყო და სიტყვითაც და საქმითაც აქტიურად ცდილობდა ახალშემოერთებულ აჭარაში მცხოვრებ მაჰმადიან ქართვ. ქართ. ორიენტაციის განმტკიცებას. მეფისნაცვალმა გრ. ვორონცოვ–დაშკოვმა იგი პეტერბურგში მიავლინა ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად (1905) მოთხოვნით, რომ რუს. მომავალ პარლამ. კავკასიას მისცემოდა საკუთარი დეპუტატის არჩევის უფლება. დელეგაციამ დიდი წარმატება მოიპოვა საიმპერატორო ქალაქში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი აირჩიეს თბილ. საქალაქო გამგეობის წევრად (1910). ტრიფონ ჯაფარიძესთან და სპირიდონ კედიასთან ერთად სრულიად საქართვ. საეკლ. კრებას თავ-რეობდა (1917), რ-ეც განიხილეს საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიისა და საკათალიკოსო საბჭოს შექმნის საკითხები. იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბათუმის განყ-ბის გამგეობის თავ-რე (1908-1910), ამავე განყ-ბის წევრი (1908-1913) და ნამდვილი წევრი (1895); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); საფინანსო კომისიის წევრი, რ-საც სახსრების მოძიება დაევალა ტაო–კლარჯეთის სას. ძეგლების შესასწავლი ექსპედიციის (ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით) დასაფინანსებლად. ახლად შექმნილ ეროვნ. საბჭოს პირველ ეროვნ. ყრილობაზე იყო ეროვნ.–დემოკრ. პარტიის წარმომადგენელი (XI. 1917); საქართვ. პირველი რესპუბ. მთავრობის წევრი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი (1918-1921); საქართვ. გასაბჭოების შემდეგ ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს ხელმძღვ. (II.-III. 1918). ჟ. გ. საქართვ. მთავრობასთან ერთად ბათუმიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა (18.III.1918). იგი ემიგრაციაშიც აგრძელებდა აქტიურ საზ-ბრივ საქმიანობას. თავ-რეობდა ბერლინ–შარლოტენბურგში ოფიციალურად დარეგისტრირებულ ორგანიზაციას „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში” ( VII. 1922 -VII. 1924). საბოლოოდ დასახლდა პარიზში და გახლდათ პარიზის ქართ. სათვისტომოს პირველი თავ-რე. მისი წერილები იბეჭდებოდა, ჟურნ.: „ბედი ქართლისა“, „კავკასიონი“, „სამშობლო“, გაზ. „დამოუკიდებელ საქართველოში“. პერიოდულად აქვეყნებდა მასალებს აჭარის ისტორიიდან (მამის, დურმიშხან ჟურულის დღიურების მიხედვით), სახელწოდებით „ფურცლები რვეულიდან“ .
თხზ.: ჟურული, გ. (1938). ილიასთან შორი-ახლოს დგომით: ფურცლები ჩემი თავგადასავალის რვეულიდან: მოგონებანი. პარიზი.
ლიტ.: ჯავახიშვილი ნ. (1996). ქართული ბონისტიკა. თბ.; ჯანელიძე, ო. (2002). ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორია. თბ. მეცნიერებება, ISBN 9992896205; ჯანელიძე, ო. (2018). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; (1918–1921): ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ.: უნ-ტის გამ-ბა; საქართვ. ეროვნ. არქივი: ფონდი 471, ან.1, საქმე 16, ფურც. 4 ა.