ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
ჟურნალისტიკის ფაკულტეტი

ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1979). თსუ–ის ჟურნალისტიკის ფაკ–ტის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებას ადგილი ჰქონდა მას შემდეგ რაც თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტის ჟურნალისტიკის განყ–ება გარდაიქმნა დამოუკიდებელ ფაკ–ტად. ამ პერიოდში თსუ–ში ფუნქციონირებდა შემდეგი ფაკ–ტები: ფილოს., ისტ., ფიზიკა-მათ., ბიოლ., ქიმიისა, კერძო და საყოველთაო სამართლისა, ეკონ., ქართული ფილოლ., საბჭ. სამართლისა და სახელმწიფოს თეორიისა, მეცნ. და ტექნიკის ისტორიის მიმართულება (თანამშრომლობდა ბუნებისმეტყველების ფაკ–ტებთან). ჟურნალისტიკის მიმართულება მნიშვნელოვნად გაფართოვდა (1970), ხოლო, მომდევნო წლების მიჯნაზე (1975-1978)   მიმდინარეობდა საუბარი მისი ფაკ–ტად გარდაქმნის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ  ის ფუნქციონირებდა როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (1979), ორგანიზაციულად ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირში იყო ფილოს. ფაკ–ტთან. კათედრის პირველი გამგე იყო პროფესორი ი. ბოცვაძე (IX, 1979–IV, 1981); კათედრის გამგედ აირჩიეს პროფესორი შ. გაგოშიძე (1981), რ–იც 16 წელი  ხელმძღვანელობდა კათედრას (1997), მისი მოღვაწეობის შემდეგ, ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა  დოცენტი დ. ჩიკვილაძე ( 1997). კათედრის გამგის მოადგილე იყო  პროფესორი ნ. მახარაძე. კათედრაზე მოღვაწეობენ: შ. გაგოშიძე, დოცენტები: მ. კანდელაკი ჯ. ასათიანი, ლ. ფერაძე, მ. მონიავა; უფრ. მასწავლებლები: ქ. ერისწთავი; უფრ. მეცნ. თანამშრომლები: დ. შანშიაშვილი, ს. მინაშვილი; ლაბორანტები: ლ. თავართქილაძე, ა. ჯანიკაშვილი, ლ. ჯაფარიძე. ფაკ-ტის ჩამოყალიბებამ, პროფესიონალმა კადრებმა და საქმიანობამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ქართ. ჟურნალისტიკის აკადემიურ დონესა და პროფ. სტანდარტების განვითარებას.