-
ავტორი
- კატეგორიები: საპატიო დოქტორი
ჟუკაუშკასი არტურას (Artūras Žukauskas, 22.X.1956, ვილნიუსი), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვილნიუსის უნ-ტის რექტორს, პროფესორს, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.XII.2017).
ჟ. ა.-მ ჩააბარა ვილნიუსის უნ-ტში (1974), რ-იც ფიზიკოსის დიპლომით დაასრულა (1979). ვილნიუსის უნ-ტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი (1983), შემდეგ კი - მეცნიერებათა დოქტორის წოდება და უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია (1991).
ჟ. ა. ვილნიუსის უნ-ტის ნახევარგამტარების ფიზიკის დეპარტ. პროფესორი და მასალათა მეცნ. და გამოყენებითი კვლევების ინ-ტში ლუმინესცენციის ლაბორ. წამყვანი მკვლევარი და ხელმძღვანელია.
ჟ. ა.-მ სამეცნ. კარიერა უმცროსი მკვლევრის სტატუსით დაიწყო (1979-1982), იყო უფროსი მკვლევარი (1983-1992), ვილნიუსის უნ-ტის სემიკონდუქტორული ფიზიკის დეპარტ. წამყვანი მკვლევარი (1992-2013) და სემიკონდუქტორული ოფტოელექტრონიკის დეპარტ. ხელმძღვ. (2013-2015). იგი გამოყენებითი კვლევების ინ-ტის თანამშრომელი (2000-2001), ხოლო შემდეგ კი ვილნიუსის უნ-ტის რექტორია (2015).
ჟ. ა. ლიტვის მეცნიერებათა აკადემიის სრული წევრია (2011). ლიტვის ფიზიკოსთა და მასალათა კვლევების საზ-ის წევრი. პროფესორი 100 სამეცნ. ნაშრომის, მრავალი სტატიისა და 1 წიგნის ავტორია.
მას მინიჭებული აქვს ლიტვის ეროვნული პრიზი მეცნიერებაში (2002), ვილნიუსის უნ-ტის რექტორის ჯილდო (2004 და 2012), დონალდ ფიკნის პრიზი სამეცნ. ნაშრომისთვის (2007), ჯილდო ექსპერიმენტულ ფიზიკაში (2007) და ლიტვის ეროვნული ჯილდო მეცნ. შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2008).