-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი ფილოლოგი მთარგმნელი ასოცირებული პროფესორი
ჟორჟოლიანი ლილი დომენტის ასული (20.V.1942, წყალტუბო - 11.III.2024, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1978), ფილოლოგიის დოქტორი (2006), თსუ-ის დოცენტი (1986-2006), თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან), თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის გამგე (2005-2006), თსუ-ის ირანისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვ. (2006-2014). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი სპარს. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1968) და თსუ-ის ასპირანტურა ირან. ფილოლოგიის განხრით (1971). 1971-73 წლებში მუშაობდა ირანში, ქ. ისპაჰანში სპარს. ენის თარჯიმნად (1971-1973), მუშაობდა თსუ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე (1974-1980), ასწავლიდა სპარს. ენას თბილ. № 1 საშ. სკოლაში (ამჟ. თბილ. კლასიკური გიმნაზია, 1977-1980). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1980-1986), შემდეგ საქმიანობა განაგრძო თსუ-ში (1986-დან). ჟ.ლ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა (1-7); სპარსულ-ქართ. ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობები; ძვ., საშ. და შუა სს სპარს. ლიტერატურის ისტორია, სპეცკურსი კლასიკურ სპარს. ლიტერატურაში. იგი ავტორია სპარს. ენის ორი სახელმძღვანელოსი. ჟ.ლ. 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორია. მისი სამეცნ. საქმიანობის სფერო ფირდოუსის „შაჰ-ნამესა“ და მისი ქართ. ვერსიების ენათმეცნ., ტექსტოლ. და ლიტერატურათმცოდნეობითი შესწავლა გახლდათ. საყურადღებოა ჟ.ლ.-ს დაკვირვებანი მხატვრული დროის პრობლემაზე „შაჰ-ნამეში“, ამ თხზულების ქართ. ვერსიების ონომასტიკონზე და სხვა. ამ საკითხებს მან არაერთი სტ. და მონოგრაფია მიუძღვნა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჟ.ლ.-ს მთარგმნელობითი საქმიანობა. მას ეკუთვნის ნ. ფალსაფის ნაშრომის „შაჰ აბას პირველის ცხოვრება“ შერჩევითი თარგმ. და ასევე თანამედროვე სპარს. პროზის ნიმუშების თარგმ., რ-ებიც გაერთიანდა კრებულში „სპარსული პროზის თაიგული“ (2011). არის შემდგენელი საიუბილეო კრებულებისა „დავით კობიძე - 100“ და „კონსტანტინე ფაღავა - 90“, ასევე რედაქტორი ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ ბელა შალვაშვილისეული თარგმანისა, რომელსაც მან დაურთო ვრცელი ბოლოთქმა სპარსულ ენაზე. ჟ.ლ. იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ჟურნ. „აღმოსავლეთმცოდნეობა“ სარედაქციო საბჭოს წევრი. მონაწილეობდა ადგილ. და საერთაშ. კონფერენციებში, თანამშრომლობდა უცხოურ პერიოდულ გამოცემებთან. ჟ.ლ.-ს ღვაწლი სათანადოდ დაფასდა როგორც თსუ-ის, ისე საქართველოში ირანის საელჩოს მიერ. ირანის საელჩომ მას ორჯერ მიანიჭა წლის საუკეთესო ლექტორის საპატიო სიგელი (2005, 2019), ასევე ირანისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა „შაჰრიარის“ კულტურის მედლით (2020). თსუ-მ კი ჟ.ლ.-ს დამსახურება ივ. ჯავახიშვილის მედლით აღნიშნა (2012).
თხზ.: ჟორჟოლიანი, ლ. (თანაავტორი). (1986). სპარსული ენა (ანბანი) საშუალო სკოლის მოსწავლეთათვის. თბ., გამომც. განათლება; ჟორჟოლიანი, ლ. (მთარგმნელი). (2003). ნ. ფალსაფი. შაჰ-აბას პირველის ცხოვრება. თბ. უნ–ტის გამ–ბა, ISBN9994013890; ჟორჟოლიანი, ლ. (2003). „ზააქიანის“ სპარსული და ქართული ვერსიები. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN9994013882; ჟორჟოლიანი ლ. (თანაავტორი). (2006). სპარს. ქრესტომათია, ტ.III. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN999405161X; ჟორჟოლიანი, ლ. (2008). მხატვრული დროის პრობლემისთვის ფირდოუსის „შაჰ-ნამეში“. თბ., უნ–ტის გამ–ბა ISBN9789941130595; ჟორჟოლიანი, ლ. (2011). სპარსული პროზის თაიგული. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941173066; ჟორჟოლიანი, ლ. (2011). დაკვირვებანი „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების პირის საკუთარ სახელებზე. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN9789941173608; ჟორჟოლიანი, ლ. (2016). ფირდოუსის „შაჰ-ნამე“ საქართველოში. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941227479.