-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
ჟორჟოლიანი გია გიორგის ძე (20. XI. 1954, თბილისი). პოლიტიკოსი, სახ. ფრონტის წევრი (1989), საქართვ. მოქალაქეთა კავშირის წევრი (1993-1995). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1976). დაიცვა საკანდ. დისერტაცია, თემაზე: "ირანის ქალაქები XI საუკუნეში და მიენიჭა ისტ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1983). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში (1977-2011). მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პარლამ. კვლ. სამსახური, რ-იც დღემდე ფუნქციონირებს (1992-1995); იყო საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1992-1995); დატოვა პოლიტიკა და დაუბრუნდა მეცნ. და საზ. მოღვაწეობას (1995); იყო ბიზნესისა და მეცნ. განვითარების ხელშემწყობი კავშირის წევრი (1995); არასამთავრობო კვლ. ორგანიზაცია "საზოგადოების კვლევის ცენტრის" სამეცნ. საბჭოს თავ-რე (1996); პოლიტ. ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის", დამფუძნებელი და თავ-რე (2010); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012-2016); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი (2015-2015); დარგობრივი ეკონ. და ეკონ.-პოლიტ. კომიტეტის წევრი (2012-2015); რეგიონული პოლიტ. და თვითმმართველობის კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე (2012-2015); ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016); გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავ-რე (2015-2016); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2016-2020); დარგობრივი ეკონ. და ეკონ.-პოლიტ. კომიტეტის წევრი (2016-2018); ფრაქცია "ქართული ოცნება- სოციალ-დემოკრატები", ფრაქციის თავ-რე (2016-2019); ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები", წევრი (2019-2020); ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები", წევრი (2019-2019).
თხზ.: ჟორჟოლიანი, გ. (2006). პოლიტიკური ინსტიტუტები: ანალიზი. თბ., სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, ISBN: 9994087282; ჟორჟოლიანი, გ. (თანაავტორი). (2001). დემოკრატიზაცია: საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში: დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროში. თბ., მეცნიერება, ISBN: 9992889195.
ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: 1998-1999: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.