ჟორდანია რევაზ გივის ძე (19.VII.1934, თბილისი - 2011, თბილისი), პროფესორი, ორნითოლოგი. თსუ–ის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის ზოოლოგიურ განყ–ბაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად (1958). მან გერმანიაში გამოაქვეყნა საქართვ. მუზეუმის - 1965-1975 წლებში საქართვ. ტერიტორიაზე მოპოვებული ფრინველების კოლექციის კატალოგი. ჟ. რ. არის ბიოლოგიის მეცნ. კანდიდატი, ზოოლოგი, პროფესორი (1972). მუშაობა გააგრძელა თსუ–ის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე (1969), პარალელურად იგი ხელმძღვანელობდა ხერხემლიან ცხოველთა ბიოლოგიისა და დაცვის სამეცნ. კვლევით ლაბორატორიას (1990–დან). არის 150-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიის, სამეცნ., მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართ. ენციკლოპედიისათვის დაწერილი 300–ზე მეტი სტატიის ავტორი, მას სადოქტორო დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს პროფესორის წოდება (1991). ჟ. რ.–ს საქართველოში ერთ - ერთ პირველთაგანს დაენიშნა ამერ. მეცენატისა და მეცნიერის ჯ. სოროსის და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნ. აკად. სამეცნ. სტიპენდია (1992). ჟ. რ.–მ მოაწყო პირველი ქართ. ფაუნისტური ექსპედიციები თურქეთში (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტაან-რუშეთი, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან, 1994-1997). იყო სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელი. ჟ. რ. იყო აშშ გეოგრაფიული საზ–ბის; ნიუ-იორკის მეცნ. აკადემიის; ბრიტანეთის ორნითოლოგიური კავშირის; რუსეთის ორნითოლოგიური საზ–ბის და საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის წევრი. სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ. მოღვაწეობისათვისთვის მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი; ასევე არის ივ. ჯავახიშვილის სახ. და საქართვ. სახელმწ. პრემიების მფლობელი.
თხზ.: ჟორდანია, რ. (1997). ხერხემლიანთა ზოოლოგია. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ჟორდანია, რ. (1998). უნივერსიტეტელი ზოოლოგები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ჟორდანია, რ. (1999). საქართველოს ფრინველების სარკვევი. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ჟორდანია, რ. (2004). ზოოტოქსიკოლოგია ტოქსინოლოგიის საფუძვლებით . თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 9994020528; ჟორდანია, რ. (2004). ჰერპეტოლოგია. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 9994013718; ჟორდანია, რ. (2004). კერძო და გამოყენებითი ორნითოლოგია. თბ.;,უნ–ტის გამ–ბა ISBN: 9992893095