-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჟღენტი სერგი (30. V. 1912, სოფ. ქვენობანი, ჩოხატაურის რაიონი — 11. X. 1963) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. მუშაობდა ქართ. ენის კათედრის გამგედ ქუთაისის პედ. ინ-ტში (1937-1941); იყო თსუ-ის პრორექტორი სამეცნ. დარგში (1950-1962). იგი იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ფონეტ. თეორიულ საკითხებს. აღსანიშნავია მისი თანამედროვე ექსპერიმენტული მეთოდებით შესრულებული გამოკვლევები ქართველური ენების ფონეტ-ში: „ქართული ენის ფონეტიკა“ (1956); „ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა“ (1963). მან შეისწავლა ქართ. სალიტ. ენის აქცენტუაცია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართვ-ში ლოგოპედიის დამკვიდრებასა და განვითარებაში. იგი გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1949), პროფ. (1950).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჟღენტი, ს. (1938). ჭანური ტექსტები. არქაბული კილოკავი. სსრკ. მეცნიერებათა აკად. საქ. ფილიალის გამ-ბა; ჟღენტი, ს. (1949). სვანური ენის ფონეტიკის ძირითადი საკითხები. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ.; ჟღენტი, ს. (1953). ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა; თბილ. უნ-ტის გამ-ბა; ჟღენტი, ს. (1960). ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკა I: მარცვლის აგებულების პრობლემა. უნ-ტის გამ-ბა.