ჟღენტი ოლიკო (ოლღა) სულიკოს ასული
ჟღენტი ოლიკო (ოლღა) სულიკოს ასული

ჟღენტი ოლიკო (ოლღა) სულიკოს ასული (27.V.1968, ქ. თბილისი), ხელოვნებათმცოდნეობის მეცნ. დოქტორი, კინოდოკუმენტალისტი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტის ხელოვნების ისტ. და თეატრის განყოფილება (1990). ასოცირებული პროფესორი (2001). საქართვ. თეატრისა და კინოს უნ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2003-2010). ბათუმის ხელოვნების სასწ. უნ-ტის პედაგოგი, აქვე დაიცვა საკანდიდატო ნაშრომი თემაზე: “ეროვნული და  სოციალური საკითხი ქართულ კინოში 1920-იანი წლების კინოპროცესთან მიმართებით” (2004). თსუ-ში დაიცვა ხელოვნებათმცოდნეობის დისერტაცია თემაზე: “კინემატოგრაფიისა და ფუტურიზმის ურთიერთმიმართების საკითხი” (2007). საქართვ. კინოაკადემიის წევრი. თსუ–ის ხელოვნების ისტ. და თეორიის მიმართულების პედაგოგი, მოწვეული ლექტორი (2009-2024). თსუ-ში მიჰყავდა „კინოს ისტორიის“ კურსი“. ჟ.ო. არის საზ. მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს ავტორი და რეჟ. (2013-2025), სადაც შექმნა გადაცემების ციკლი "კინოქალაქი" (2013-2015). დოკუმენტური ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვ. (2022). ბათუმის ს. ჟღენტის სახ. კინოს მუზეუმის ფონდების კურატორი (2021-2025). გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „ვიხსენებთ ბალანჩინს“ (ჯ. ბალანჩინის ცხოვრება და მოღვაწეობა, 2013); სასწ. დოკუმენური ფილმი  „დიდი დეპრესიის პერიოდის  ამერიკული კინო“ (2014); არის 20-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟ. (2016-2024). მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს ქართ. კინოს ისტორიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნ.  ნაშრომი და სტატია ამავე თემაზე.

თხზ.: ჟღენტი, ო. (2010). კნუტ ჰამსუნი და საქართველო: დაბრუნება ზღაპრულ ქვეყანაში 1899-2009. თბ., კნუტ ჰამსუნის საზ-ბა ISBN:9789941027567; ჟღენტი, ო. (2010). თბილისი კინოში, თბილისი ქართულ კინოში: XX საუკუნე. თბ., პეტიტი, ISBN: 9789941029707; ჟღენტი, ო. (2014). ბათუმი კინოში = Batumi in Cinema. ბათუმი, ISBN: 9789941060977; ჟღენტი, ო. (2015). როგორ შერჩები მარადისობას...: სულიკო ჟღენტი. თბ., ფავორიტი სტილი, ISBN: 9789941082962; ჟღენტი, ო. (2017). ოთარ მეღვინეთუხუცესი: ნიღბის მიღმა...: ინტერვიუები, ჩანაწერები, რეცენზიები, წერილები, სტატიები, მოგონებები. თბ., სეზანი, ISBN: 9789941097751.