ჟღენტი ქეთევან ალექსანდრეს ასული
ჟღენტი ქეთევან ალექსანდრეს ასული

ჟღენტი ქეთევან ალექსანდრეს ასული (01.VI.1927-04.VI.2016, თბილისი). თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი, კვალიფიკაციით ქიმიკოსი (1950); დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ინდიუმის კომპლექსური ნაერთები პირაზოლინის ნაწარმებთან და მათი გამოყენება ანალიზურ ქიმიაში“ (1973); მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი(1974); ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ ენებს; მუშაობდა ალ. თვალჭრელიძის სახ.  მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტში უფრ. ლაბორანტად (1950-1955); უმც. მეცნიერ-თანამშრომელად (1956-1960); იყო უფრ. ინჟინერი (1960-1972); უფრ. მეცნ.-თანამშროემლი (1972-1995); კონსულტანტი (1995-2007). მიღებული აქვს ჯილდოები, როგორც: შესანიშნავი მინერ. რესურსების მოძიების სპეციალისტი (1971); მეცხრე ხუთწლიანი გეგმის მოწინავე მუშაკი (1976); ასევე შრომის ვეტერანის მედალი (1983). კვლევის შედეგები  ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში; გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ ჟურნ. და გამოცემულია  დარგ. ინსტრუქციების სახით: „Экстракция гологенидных комплексов индия с применением производных пиразолина“ (аналит.химия, 1973, т.28. № 7; „Определение бария в баритовых рудах и продуктах их обогащения“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е, 1982, Инструкцыя № 195-х); „Ионометрическое определение бора  в виде BF-4 в горных породах. «Заводская лаборатория, 1983, т.49. №10); „Ионометрическое определение бора  в горных породах и рудах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е. Инструкцыя, 1989, № 281-х); „Ионометрическое определение бора  в водах“ (Научный совет по аналитическим методикам при ВИМС-е. Инструкцыя, 1990, № 334-х).