ჟღენტი ანა დავითის ასული
ჟღენტი ანა დავითის ასული

ჟღენტი ანა დავითის ასული (დ. 04. VI. 1895, სოფ. ქვაციხე, ჭიათურის რაიონი - 12.VI. 1976, თბილისი, დაკრძალულია საბურთალოს საზ. მოღვაწეთა პანთეონში.) ქართვ. მეცნიერი; თერაპევტი; პედაგოგი; მედიცინის მეცნ. დოქტორი (1956); პროფსორი (1956);  საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1961); შრომის წითელი დროშის ორდენოსანი. დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1924, პირველი გამოშვება). ხელმძღვ. თსსუ-ის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას (1957-1973). აღზარდა ქართვ. თერაპევტთა მრავალი თაობა. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა ბორჯომის მინერალური წყლის სამკურნალო თვისებები; ქართ. კერძებში გამოყენებულ გემოს მიმცემ ნივთიერებები და ქართ. ღვინოების მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე; საქართვ. პირველმა აღწერა ფასციოლოზის შემთხვევა და გამოსცა ნაშრომი-Fasciola hepatica“-ს (ღვიძლის ფასციოლოზი) აღმოჩენა საქართველოში (1929).

თხზ.: Джгенти, А. (1956). Механизм лечбного действия минеральной воды Боржоми” при болезнях желудка. Тб.

ლიტ.ტატიშვილი, ნ. (1984). ჟღენტი ანა დავითის ასული. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 8. თბ., გვ. 263.