-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი სცენარისტი რეჟისორი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი კურსდამთავრებული
ჟღენტი ალექსანდრე დავითის ძე (04. IV. 1945- 04 .IX. 2021), რეჟისორი, პოლიტიკოსი, სცენარისტი. სწავლობდა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე, არაბული ქვეყნების ისტორიის განხრით (1965-1971). დააამთვრა კარპენკო-კარის სახ. კიევის კინოსა და თეატ. ინ-ტის კინოსარეჟისორო ფაკ-ტი. მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში“ რეჟისორად (1972). იყო ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა სექციის თავ-რე (1978-1982); ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე წუწუნავს საზ-ების დამფუძნებელი (1991); საქართვ. კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირს წევრი (1978); საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ( 09. IV. 1991); საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს თავ-რის მოვალეობის შემსრულებელი (2005); საქართვ. საპარლამ. კინორეფორმის კომისიის თავ-რე (1991); ინციატორი ფეხბურთში ეროვნ. ჩემპიონატის ჩატარებისა (1990) და სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების (2002); საქართვ. სპორტ. კინოსა და ტელევიზიის ფედერ., პრეზიდენტი (2003-); საქართვ. სპორტ. კინოსა და ტელევიზიის ფედერ. საპატიო პრეზიდენტი (2008); საქართვ. ფეხბურთის ფედერ. საექსპერტო კომიტეტის თავ-რე (1990-1991). ჟ. ა. იყო მრავალი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის დამდგმელი რეჟ. და სცენარის ავტორი: "მონადირე" (1970), "ცოტნე დადიანი" (1971), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "სტადიონი" (დოკუმენტური, 1980), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (დოკუმენტური, 1987), "პირველი ეროვნული" (დოკუმენტური, 1990), "საქართველოს ზარები" (დოკუმენტური, 1993), "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" (დოკუმენტური, 2011) და სხვ.; სცენარის ავტორია შემდეგი ფილმების: "მონადირე" (1970), "ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (1977), "სტადიონი" (დოკუმენტური, 1980), "გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" (დოკუმენტური, 1987), "პირველი ეროვნული"(დოკუმენტური, 1990), "საქართველოს ზარები" (დოკუმენტური, 1993), "ქართული ფეხბურთი 110 წლისაა" (დოკუმენტური, 2011) და სხვ. ქ. ბათუმში გამართულ მართლმადიდებლური ფილმების მე-3 საერთაშ. ფესტივალზე მიენიჭა პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი"-კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისათვის (2008).
ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.