-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
ზერაკიძე ზურაბ სერგოს ძე (21.VII.1939 ქ. თბილ.), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი (2000), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1962) და ვ. სტეკლოვის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1970). მუშაობდა საქ. მეცნ. აკად. კიბერნ. ინ-ტის უმცრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1962-1971); თსუ–ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომლად (1971-1980); თსუ–ის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრის დოცენტად (1980–1989), გორის სახელმწ. უნ-ტში უმაღლ. მათ. კათედრის გამგედ (1989–2003); გორის სახელმწ. უნ-ტის პროფესორია(2003). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000). მან განსაზღვრა და შეისწავლა ჰიპოთეზების შემოწმების ძალდებული კრიტერიუმები(2005-2008), რ–ებიც წარმოადგენდნენ ნეიმან-პირსონის კრიტერიუმის გარკვეულ განზოგადოებას. აღნიშნული კრიტერიუმების გამოყენებით მიიღება უტყუარი დასკვნები უსასრულო რაოდენობის ჰიპოთეზებისთვის ერთის ტოლი ალბათობით. იმავდროულად, მის მიერ შემოღებული ჰიპოთეზის შემოწმების კრიტერიუმების გამოყენებისას, ნებისმიერი სახის შეცდომის ალბათობა ნულის ტოლია.
თხზ.: Zerakidze, Z. (2015). Statistical structures and consistent criteria for checking hypotheses. Lambert Academic Publishing; Zerakidze, Z. (2016). Some models of the physical suystems. Lambert Academic Publishing; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია „მათემატიკური სტატისტიკა” სერიაში „მათემატიკური ენციკლოპედია” (შპრინგერის გამომცემლობა, გერმანია).