ზეიკიძე დავით
ზეიკიძე დავით

ზეიკიძე დავით ალექსანდრეს ძე (2.I.1945, მუხრანი), დაამთავრა თბილ. საარტ. სასწავლებელი (1967). იმავდროულად დაკავებული იყო თავისუფალი ჭიდაობით (სპორტის ოსტატი, 1966). მსახურობდა საბჭ. კავშირის შეიარაღებულ ძალებში. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1979). მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში (1970-დან). გაიარა კარიერული გზა ოპერატიული თანამშრომლიდან მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებამდე.  იყო თბილ. შინაგან საქმეთა სამმართველოს უფრ. (1992-1993); საქართვ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (1993-1994). მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება (1993).იყო საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, N27 მცხეთის საარჩევნო ოლქი (1995-1999). შემდგომ წლებში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, იყო ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ზეიკიძის“, შემდეგ „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი. მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამს. მუშაკის წოდება (1988). არის ღარიბთა დაცვის გაერთ. პარტიის თავ-რე (1998-დან).