-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ზედგინიძე მერაბ ალექსანდრეს ძე (01. VII. 1948, სოფ. კოთელია, ახალციხის რაიონი). ეკონომისტი, აკად. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დარგობრივი ეკონომიკის ფაკ-ტი, სასურსათო საქონლის საქონელმცოდნეობისა და ვაჭრობის ორგანიზაციის სპეციალობით (1966-1972); ასპირანტურა (1974-1978); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საზოგადოებრივი კვების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ და მიენიჭა მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში უფრ. ლაბორანტად, მასწავლებლად; მონაწილეობდა საგრანტო პროექტებსა და ტრენინგებში, საერთაშ. კონფერენციებში მომხსენებლად და თანამომხსენებლად; იყო სტუდენტთა სამეცნ. წრის ხელმძღვ., ფაკ-ის სადისერტაციო და საფაკულტეტო საბჭოს წევრი, თბილ. სასწ. უნ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2007-2012); საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი. არის რამდენიმე წიგნის რედ. და რეცენზენტი. მიიღო ღირსების ორდენი (2001) და რამდენიმე სერტიფიკატი.
თხზ.: ზედგინიძე, მ. (1988). სავაჭრო საწარმოს ორგანიზაცია და მართვა: (ლექციების კურსი): (ნაკვ. 1). თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789994061501; ზედგინიძე, მ. (2009). გაყიდვების ორგანიზაცია: [სახელმძღვ. ეკონ. და ბიზნესის სპეც. სტუდ. თბ., [ტექნ. უნ-ტი], ISBN: 9789941146350.