-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ზედგინიძე იაკობ სიმონის ძე (1859, სოფ. ვალე, ახლანდ. ახალციხის მუნიციპ. – 1943), პედაგოგი, მეთოდისტი. დაამთავრა ახალციხის სამაზრო სასწავლებელი (1874), თბილ. სამასწავლებლო ინ-ტი (1879); მუშაობა დაიწყო ქ. შუშაში სამოქალაქო სკოლის მასწავლებლად. მუშაობდა განჯის სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებელში, თბილ. მე-5 გიმნაზიაში, თბილ. I საშ. სკოლაში. იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ნამდვილი წევრი (1895-1917); ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918).
თხზ.: ზედგინიძე, ი. (1920). ახალი ქართული ანბანი. თბ., № 16 ქართ. ბეჭდვითი ამხანაგობისა; ზედგინიძე, ი. (1920). ანბანის სწავლება ,,ახალი ანბანით”. თბ., სორაპანი; ზედგინიძე, ი. (1934). ქართული წერის მეთოდიკა. თბ., სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი.
ლიტ.: ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 336; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.