ზედგინიძე ელიზბარ კონსტანტინეს ძე
ზედგინიძე ელიზბარ კონსტანტინეს ძე

ზედგინიძე ელიზბარ კონსტანტინეს ძე (10. X. 1803, თბილისი-09. IX, 1983, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის საზ. მოღვაწეთა პანთეონში). ქართვ. მწერალი, პროზაიკოსი. ზ. ე. სწავლობდა თბილ. ქართ. გიმნაზიაში, მუშფაკში. დაამთავრა თსუ (1927). იგი თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრ. ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორია. ქართვ. პროზაიკოსის ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდებოდა რესპ. ჟურნ.-გაზ. (1923-დან), გამოაქვეყნა მოთხრობების პირველი კრებ. „ვერცხლის ქამარი“ (1927). იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზ. „ნორჩი პიონერისა“ და „კომუნისტის“ რედაქტორად, კორესპონდენტად, ხოლო ჟურნ. „მნათობში“ ლიტ. მუშაკად. მისი პირველი რომანია „იღვიძებენ მთები“ (1934). მწერლის შემოქმედების მთავარი თემა დიდი სამამულო ომი იყო. მას ეკუთვნის პიესები: "მაღაროში მომუშავენი" (1924), "ბნელი ძალები" (1928). ნარკვევების კრებ.: "გუგუნი გვირაბებში" (1931); "გიგანტის მშენებლები" (1932); "დღეები ჭიათურაში" (1932); „მზის ამოსვლამდე“ (რომანი, 1941); „მოთხრობები“ (მოთხრ. კრებ., 1945); „რჩეული“, (მოთხრ. კრებ, 1956);  „ოროს თუმნიანი“ (მოთხრ. კრებ., 1956);  „გაზაფხული დაიწყო ადრე“ (რომანი, 1963-1967);  ,,უბატონო ქვეყანა“ (ისტ. რომანი1975), და ა. შ.   ზ. ე.-ის   ნაწარმოებები თარგმნილია რუს., სომხ., უზბეკურ, ლიეტუვურ ენებზე.

ლიტ.: ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 156; ზედგინიძე ელიზბარ კონსტანტინეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4. თბ., 1979, გვ. 498-499.