ზედაშიძე იასონ (იაშა) ჯაგულის ძე
ზედაშიძე იასონ (იაშა) ჯაგულის ძე

ზედაშიძე ასონ (იაშა) ჯაგულის ძე (07.IX. 1930, ქუთაისი-21.I. 2010, თბილისი), მოცეკვავე, საქართვ. დამს. არტისტი (1967). მსოფლიო ახალგაზრდობის V (ვარშავა, 1958, I პრემია) და VII (მოსკ., 1967, ვერცხლის მედალი) ფესტივალების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998). ზ. ი.-მ დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფა.-ტი (1956). მუშაობდა საქართვ. სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში  იურისტად (1965–1990). ზ. ი.  ცეკვავდა საქართვ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლში (1948–1953); იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი-მოცეკვავე (1953–1958); ასევე ცეკვავდა მოსკ., ი. მოისეევის ანსამბლში;  საქართვ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლში (1958–1963). მის მიერ შესრულებული ცეკვებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ყაზბეგური”, „ფარიკაობა”, „აჭარული” და სხვ. გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

ლიტ.: ზედაშიძე იასონ (იაშა) ჯაგულის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3, თბ., 2014, გვ. 334