ზარდიაშვილი ელისაბედ ალექსის ასული
ზარდიაშვილი ელისაბედ ალექსის ასული

ზარდიაშვილი ელისაბედ ალექსის ასული (6.XI.1956, ყვარელი), ფილოლოგი, აკად. დოქტორი. დაამთავრა თელავის ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი (1980). ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1997), აკად. დოქტორი (2006). საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ტექსტოლოგიის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი(1986-2006), თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის ტექსტოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი (2009); ქართველ კლასიკოსთა თხზულებების აკად. გამოცემების შემდგენელი. რამდენიმე მონოგრაფიისა და არაერთი სამეცნ. ნაშ­რომის ავტორი. გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტი (1981-1986), გაზ. „დროს“ ჟურნალისტი (2000-2003), საბავშვო ჟურნ. „კელაპტრის“ რედაქტორი (2004), ჟურნ. „მუხტი ეროვნულის“ მთ. რედაქტორი (2007), ჟურნ. „პუბლიცისტური ტრიბუნის“ რედაქტორის მოადგილე (2006). რუსთაველის ეროვნ. უნ–ტი (რეუ) ლექტორი ქართ. ენა და ლიტ–რა (ასისტენტ-პროფესორი 2009-2012). ზ.ე. არის  რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ალ. ორბელიანის თხზ. აკად. ხუთტომეულის გამოც. მკვლევარი (2020-2023); ა. წერეთლის თხზ. სრ. კრებ. 20 ტომად გამოსაცემად მომზადება I-X ტ. (2009-2010) და XI-XX ტ. მკვლევარი (2013-2016).

ზარდიაშვილი, ე. (1995). როგორ მუშაობდა აკაკი. თბ., გამომც. მეცნიერება; ზარდიაშვილი, ე. (2005). ამბავი ორი სევდიანი სიყვარულისა (აკაკი წერეთლისა და ალექსანდრე ყაზბეგის სიყვარულის ისტორიები). თბ., გამომც. მეცნიერება, ISBN 99940-0-439-5; ზარდიაშვილი, ე. (2005). აკაკის უცნობი ნაწერები. თბ., გამომც. მეცნიერება, ISBN 99940-0-438-7; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2009). ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. ტ. XVIII. თბ., ილიას ფონდი; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2010). აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. ტ. I. თბ., ISBN 978-9941-0-2789-5, ISBN 978-9941-0-2789-1; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2010). აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. ტ. XII. თბ.,  ISBN  978-9941-16-838-3; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2010). აკაკი წერეთელი, უცნობი პუბლიცისტიკა. თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN 978-9941-0-2952-3; ზარდიაშვილი, ე. (2012). აკაკის სატირული ლირიკის შემოქმედებითი ისტორია. თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN 978-9941-0-5345-0; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2014). ალექსანდრე ყაზბეგი (საიუბილეო კრებული). თბ., ლიტერატურის ინ–ტის გამომც., ISBN 978-9941-13-393-0; ზარდიაშვილი, ე. (2018). აკაკი წერეთელი და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები (აკრძალული თხზულებების მიხედვით). XII საერთაშ. სიმპოზიუმის მასალები. თბ., შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტი; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2019). აკაკი წერეთელი – ავტოკეფალისტი პოეტი. საქართვ. ეროვნ. არქივის საერთაშ. კონფერენციის მასალები. თბ., ISBN 978-9941-8-0995-8; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2022). აკაკის დღემდე აკრძალული თხზულებები: ხმა, სიმართლე, ასის წლის ამბავი. ლიტერატურული ძიებანი, XLII. თბ., ISSN 1987-53-63; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2023). ალ. ორბელიანი თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, ტ. I. თბ., გამომც. კოლორი, ISBN 978-9941-8-0434-2; ზარდიაშვილი, ე. (2025). რკინის კარი საქართველოსი. ერეკლე მეფის სახე აკაკის და ილიას რამდენიმე უცნობ და მივიწყეულ წერილში. ლიტ. ძიებანი, XLV თბ., შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტი,. ISSN 0235-3776, ISSN; ზარდიაშვილი, ე. (თანაავტორი). (2025). აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად. ტ. XIV. თბ., საქართვ. მაცნე, ISBN 978-9941-0-2789-5.