ზანდუკელი მიხეილ ზურაბის ძე
ზანდუკელი მიხეილ ზურაბის ძე

ზანდუკელი მიხეილ ზურაბის ძე (14.X.1889, სოფ. არანისი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპ.-02. IV.1968, თბილ.), პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1936); საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). ივ. ჯავახიშვილის წინადადებით მიიწვიეს თსუ-ში, რათა მოემზადებინათ საპროფესოროდ ქართ. ლიტ-რის ისტორიაში (1923). მიენიჭა დოცენტის წოდება (1929). რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა თსუ-თან ჩამოყალიბებული ენის, ლიტ-რისა და ხელოვნების ისტ. ინ-ტის ახ. ქართ. ლიტ-რის სექციას (1933). წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს როგორც თსუ-ში, ასევე თბილ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, ქუთაისის და თელავის პედ. ინ-ტებში. იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ახ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრის პროფესორი. ორგანიზაცია „სამანის“ საქმესთან დაკავშირებით იყო რეპრესირებული (1941–1947). ზ.მ.-ს დიდი დამსახურება მიუძღვის XIX ს. ქართ. ლიტ-რის ისტორიის შესწავლისა და სისტემატიზაციის საქმეში. მისი სამტომიანი ნაშრომი „ახალი ქართული ლიტერატურა” რამდენჯერმე გამოიცა (1932–1936). ზ.მ.-ს კვლევებიდან აღსანიშნავია „რომანტიზმი ქართულ ლიტერატურაში” (1927), „თერგდალეულები და ხალხოსნები ქართულ ლიტერატურაში” (1928) და სხვ. მისი რედაქტორობით გამოიცა დ. ჭონქაძისა და გ. ორბელიანის თხზულებები.  იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსისა და თბილ. განყ-ბების წევრი. დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: ზანდუკელი, მ. (1957-1961). ლიტერატურული ნარკვევები, [.] 1–2. თბ.; ზანდუკელი, მ. (1959). ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა. თბ.; ზანდუკელი, მ. (1960). ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა. თბ.; ზანდუკელი, მ.(1963). ვაჟა-ფშაველა. თბ.; ზანდუკელი, მ. (1966). შიო არაგვისპირელი. თბ.; ზანდუკელი, მ. (1972-1978). თხზულებანი, [.] 1–3. თბ.,

ლიტ.: გოზალიშვილი, შ. (1972). სახელოვანი მეცნიერი და მამულიშვილი. ჟურნ. მნათობი, №2; ხუციშვილი, ს. (1973). მიხეილ ზანდუკელი. თბ.; ალანია, ნ. (1979). ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 4. თბ., გვ. 481; ბაბუნაშვილი, ზ.,  ნოზაძე, თ. (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ. გვ. 155; ალანია, ნ. (2014). ენციკლოპედია „საქართველო, . 3. თბ., გვ. 307.