-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი პროფესორი მწერალი პუბლიცისტი
ზამბახიძე ვლადიმერ ნიკიფორეს ძე (29. X. 1902, ფოთი - 17. VI. 1974, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში). ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1923). მუშაობა დაიწყო გაზეთ "საბჭოთა მასწავლებლის" რედ.; იყო თსუ-ის პედაგოგიკის კათედრის პროფესორი (1963); სამეცნ. შრომებითა და პუბლიკაციებით იგი XIX საუკუნის ქართ. ლიტ.-რის ისტ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარია. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ილია ნაკაშიძე", "ლიტერატურული წერილები", "დიდი სამოციანელი", "ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიური იდეები". იყო ნიკო ნიკოლაძის თხზ. მრავალტომეულის რედ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებითა და მედლებით.
თხზ.: ზამბახიძე ვ. ბეჭდვითი აგიტაცია კლუბში, 1948, თბ. : საქ. სახელმწ. წიგნის პალატის გამ-ბა,; ზამბახიძე ვ., ლიტერატურული წერილები, ვ. 1964, თბ. : ლიტერატურა და ხელოვნება,
ლიტ.: ბაბუნაშვილი, ზ. (თანაავტორი). (1994). მამულიშვილთა სავანე. თბ., გვ. 155.