ზაქარიაძე  ელისე  კონსტანტინეს ძე
ზაქარიაძე ელისე კონსტანტინეს ძე

ზაქარიაძე ელისე კონსტანტინეს ძე (10. X. 1906, სოფ. ბაილეთი, მახარაძის რაიონი-09. VIII. 1985). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. განყ-ება ფინანსების სპეციალობით (1935-1939). ოჯახური სიდუხჭირის გამო მუშაობდა სოფელში. ჩამოაყალიბა ბაილეთის კომკავშირის ორგანიზაცია და თავგამოდებით იბრძოდა მენშევიკების წინააღმდეგ;  რ-იც მრავლად ცხოვრობდნენ სოფლად (1923); იგი დაპატიმრებულ იქნა მენშევიკების მიერ (1924); გათავისუფლების შემდეგ გადავიდა ბათუმში და სწავლა განაგრძო ინდუსტრიულ მუშფაკში (1931), დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო უნ-ტში ეკონ. ფაკ-ტზე, რ-იც წარმატებით დაამთავრა (1939). ზ. ე.  აქტიური იყო უნ-ტის საზ-ებრივ-პარტიულ ცხოვრებაში, იგი დატოვებულ იქნა უნ-ტში პოლიტეკონომიის კათედრის ლაბორანტად; მუშაობდა ეკონ. ფაკ-ტის სააღრიცხვო კაბინეტის ბიბლიოთეკარად; იბრძოდა სამამულო ომში მუდამ მოქმედი არმიის რიგებში; იგი მხედრული შემართებისთვის გადაეცა წითელი ვარსკვლავის ორდენი, 7 მედალი და სტალინისაგან 12 მადლობის სიგელი (1939-1945); ომის შემდეგ მუშაობა განაგრძო უნ-ტში უფრ. ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად (1946); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „საზოგადოებრივი მეურნეობა-კოლმეურნეთა კეთილდღეობის განუხრელი ზრდის მატერიალური საფუძველი“ (1969); იგი პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტია (1971); შეთავსებით ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლ. სასწ.; ეწეოდა სამეცნ. კვლევით საქმიანობას: „კოლმეურნეთა მატერიალური დაინტერესება საზოგადოებრივი მეურნეობის განვითარების საწინდარია: [მახარაძის რაიონის ოთხი კოლმეურნეობის მაგალითზე, 1952-1963]“ (თსუ შრომები, 1965, N4,ტ.112); იყო საქართვ. ცენტრ. კომიტეტის შტატგარეშე ლექტორი, ორჯონიკიძის რაიონის პარტრაიკომის მეთოდსაბჭოს წევრი; ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი; კათედრის პარტორგი და თსუ-ის სამამულო ომის ვეტერანთა საბჭოს წევრი; მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, კერძოდ: წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედლები: კავკასიის გმირული დაცვისათვის, ჩეხოსლოვაკეთის გათავისუფლებისათვის, საბრძოლო დამსახურებისათვის, გერმანიაზე გამარჯვებისათვის, სსრკ შეიარაღებული ძალების ორმაცდაათი წლისთავისათვის, შრომითი მამაცობისათვის თსუ-ის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად.

თხზ.: ზაქარიაძე, ელ. (1985). დიდი სამამულო ომის ვეტერანები თბილისის უნივერსიტეტში. თბ.,უნ-ტის გამ-ბა,1985;  

ლიტ.: შველიძე, ზ. (1975). ქართველო, ხელი ხმალს იკარ"... თბილისის უნივერსიტეტის წარგზავნილები დიდ სამამულო ომში. თბ.; ჯიბლაძე, ნ. (1981). კვალი დედამიწაზე.  ახალგაზრდა კომუნისტი, 1981, 1 მაისი, გვ. 3.