ზაქარიაძე ანასტასია თენგიზის ასული
ზაქარიაძე ანასტასია თენგიზის ასული

ზაქარიაძე ანასტასია თენგიზის ასული (27. VI. 1954, თბილისი), ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტის ასპირანტურა (1984). გახდა ფილოს. მეცნ. კანდ. (1986), ფილოს. მეცნ. დოქტორი (1999), თსუ-ის პროფესორი. მისი სადისერტაციო ნაშრომის თემაა: „მითოსური მსოფლმხედველობა“. არის კონსტანცას „ოვიდიუსის“ უნ-ტის საპატიო დოქტორი (2011); თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი (2018-დან); ფილოს. სასწ. სამეცნ. ინ-ტის ანთიმოზ ივერიელის ფილოს. და თეოლ. სამეცნ.-კვლ. ცენტრის ხელმძღვ. (2015-დან); ფილოს. სამაგისტრო და სადოქტორო სასწ. პროგრამების თანახელმძღვ., ზნეობის ფილოს. და გამოყენებითი ეთიკის მოდულის ხელმძღვ. (2006-დან); თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2010); ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრ. (2006-2010). დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. ოქროს მედლით (2025); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. შალვა ნუცუბიძის სახ. აკად. პრემიით (2024); ღვთისმშობლის მედლით-რიმნიკუს მიტროპოლია (2023) და გამშვენებული ჯვრით-რიმნიკუს  მიტროპოლია (2023), წმ. ანდრია პირველწოდებულის ორდენით-კონსტანცის ოვიდიუსის უნ-ტი (2016), წმ. ანთიმოზ ივერიელის მედლით, ბუქარესტის მიტროპოლიის წმ. ანთიმის მონასტერი (2015). ზ. ა-ს ეკუთვნის არაერთი ნაშრომი, მაგ.: „Moral Values in the Paradigm of Moral Education - Challenges and Difficulties“ (2024); „Anthim the Iberian: Ethos and Poetics of the Enlightenment“ (2021); „The Coexistence Model of Religious and Secular Discourses Anthim the Iberian“ (2021); „მხატვრული სიმბოლოს ბუნებისათვის“ (მონოგრაფია, 2009); „ადამიანი და დისკურსი“ (მონოგრაფია, თანაავტორი, 2005) და სხვ.

თხზ.: ზაქარიაძე, ა. (2009). ნარკვევები ამერიკულ ფილოსოფიაში. სახელმძღვანელო. თბ., მერიდიანი. ISBN9789941101793; ზაქარიაძე, ა. (თანაავტორი). (2016). ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი: მონოგრაფია.  თბ., დობერა, ISBN 9789941085703; ზაქარიაძე, ა. (თანაავტორი). (2016). რელიგიის ფილოსოფია. სახელმძღვანელო. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941134265; ზაქარიაძე, ა. (2018). ეთიკა: დილემები და გამოწვევები: მონოგრაფია. თბ., მერიდიანი, ISBN 9789941255274; ზაქარიაძე, ა. (თანაავტორი). (2018). ამერიკული ფილოსოფია: მონოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ზაქარიაძე, ა. (თანაავტორი). (2022). ანთიმოლოგიური შტუდიები: მონოგრაფია. თბ., ლოგოსი, ISBN 9789941841231; ზაქარიაძე, ა. (თანაავტორი). (2022). ანთიმოზ ივერიელი: რჩული თხზულებები: სამენოვანი პარალელური ტექსტები. თბ., ლოგოსი, ISBN 0789941841248.