ზაქარეიშვილი თამარ ილიას ასული (24.XI.1993, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო (2015), სამაგისტრო (2017) და სადოქტორო (2022) პროგრამები. ფიზიკის მეცნ. აკად. დოქტორის ხარისხი მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომზე: „Study of the ATLAS hadronic calorimeter response and J/psi and psi(2S) mesons production cross section measurement in pp collisions at √s = 13 TeV“ (2022). ზ. თ. სწავლის პარალელურად მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (2017-2022). მისი კვლევის თემატიკაა CERN-ში, დიდ ადრონულ კოლაიდერზე არსებული ATLAS ექსპერ. დანადგარის შესწავლა და მისი მონაცემების ანალიზი სხვადასხვა მეთოდებით. ზ. თ.-ს ინიციატივით თსუ-ში ჩატარდა საერთაშ. კონფერენცია „ნაწილაკების ნაკადების ტესტური დასხივებების შედეგად მიმდინარე კვლევების შესწავლა“ (2020); როგორც საერთაშ. ATLAS თანამშრომლობის წევრი ზ. თ. არის ასეულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი/თანაავტორი, რომელთა უმეტესობა გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: ,,Measurement of the production cross-section of J/ψ and ψ(2S) mesons at high transverse momentum in pp collisions at √s = 13 TeV with the ATLAS detector“ (Eur. Phys. J. C 84, 2024); ,,Operation and performance of the ATLAS tile calorimeter in LHC Run 2“ (Eur. Phys. J. C 84, 2024); ,,Study of energy response and resolution of the ATLAS Tile Calorimeter to hadrons of energies from 16 to 30 GeV“ (Eur. Phys. J. C 81, 2021). ზ. თ. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებაში მომხსენებელისა და საორგანიზ. კომიტეტის წევრის სტატუსით. არის ათეულობით საგრანტო პროექტის მონაწილე და სამეცნ. საქმიანობას აგრძელებს საზღვარგარეთ (2023-დან).