-
ავტორი
- კატეგორიები: რეჟისორი სცენარისტი
ზაქარეიშვილი ლევან (17.V. 1953, თბილისი-22.VIII.2006, თბილისი) ქართვ. რეჟ., სცენარისტი. იყო რუს. და ევრ. კინოხელოვნების აკად. წევრი. მან დაამთავრა თსუ-ის გეოლ.-გეოფიზიკის ფაკ.-ტი (1975). შემდეგ სწავლობდა მოსკ. საკავშ. კინემატოგრაფიის კინოსარეჟისორო და სასცენარო კურსებზე (1985). ზ. ლ. მუშაობდა საქპროექტში გეოლოგად(1976-1977); მშენებლობაზე ინჟ. (1977-1980); გორკის სახ. კინოსტუდიაში რეჟ. ასისტენტად (1980-1982); კინოსტუდია "ქართულ ფილმში"დამდგმელ რეჟ. (1985). იგი იყო დამდგმელი რეჟ. ფილმების: "მამა" (1984), "ნისლი" (1985), "თემო" (1986), "ისინი" (1992), სცენარის ავტორია ფილმების: "მამა" (1984), "ნისლი" (1985), "თემო" (1986), "ისინი"(1992). რეჟისორი და პროდიუსერი ფილმისა "თბილისი-თბილისი" (2005); კინოსტუდიის განადგურების გამო, გადაღებული მასალა დაიკარგა და რეჟისორს თავიდან მოუწია გადაღება. ფილმი წარდგენილი იყო „ოსკარზე“, საუკეთესო უცხოური ფილმისათვის, მიიღო რამდენიმე საერთაშ. კინოფესტივალის პრემია. ფილმი რეჟ. უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.