ზაიანჩკოვსკი ანანიაშ
ზაიანჩკოვსკი ანანიაშ

ზაიანჩკოვსკი ანანიაშ  (Zajączkowski Ananiasz, 12.XI.1903, ვილნიუსი - 06. IV. 1970, რომი), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ პოლონელი მეცნიერი, პროფესორი აირჩია საპატიო დოქტორად (29. 09. 1966).

ზ. ა. აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, ვარშავის უნ-ტის პროფესორი (1935), შემდეგ კი პოლონეთის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი იყო (1952).

ზ. ა.-მ კრაკოვის იგელონსკის უნ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1929). მისი სამეცნ. მოღვაწეობა საკმაოდ მრავალფეროვანია: ვარშავის უნ-ტში დააარსა თურგოლოგიის კათედრა, მას პოლონეთის მეცნ. აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის დირექტორის პოზიცია ეკავა (1953-1968), უძღვებოდა არაბეთისმცოდნეობისა და ირანმცოდნეობის კურსებს, რედაქტორობდა ჟურნ. „ყარაიმული აზრი.“

მეცნიერის უმთავრესი  კვლევები ეძღვნება მამელუქების სახელმწიფოს, ოქროს ურდოსა და ხაზართა ხაკანათის ეთნ. შემადგენლობის ანალიზს, ძველოსმალური ლიტ. ძეგლებისა და თურქ. პალეოგრაფიის შესწავლას.

აღსანიშნავია ზ. ა.-ის ფუნდამენტური კვლევა „ყარაიმები პოლონეთში“ (ვარშავა-პარიზი, 1961) და ყარაიმული ენის გრამატიკა. იგი ყარაიმულ-რუსულ-პოლონური ლექსიკონის თანაავტორია.

ზ. ა.  დაკრძალულია ვარშავაში, ყარაიმის სასაფლაოზე.