-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე ფილოლოგი კურსდამთავრებული
ვოლსკაია ანელი ივანეს ასული (26.XII. 1923, თბილისი- 14. XI.2009, თბილისი). ქართ. ხელოვნების ისტ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1975). ვ. ა.-მ დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1944). მან მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინიშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. ინ-ტში (1949), მოგვიანებით წამყვან მეცნიერ-თანამშრომელად დაინიშნა (1987). ვ. ა.-ს მეცნ. კვლევის სფერო ძირითადად შუა საუკუნეების ქართ. მონუმენტური მხატვრობა და ქანდაკება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომები სვანეთისა და დავითგარეჯის ფერწერული სკოლების, ასევე ქართ. ეკლესიების კანკელების პლასტიკური დეკორის შესახებ. ვ. ა. მონაწილეობდა ქართ. ხელოვნების, აგრეთვე ქართ. და ბიზანტიური ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში, ბიზანტინოლოგთა საერთაშ. კონგრესებში.
თხზ.: Вольская, А. (1957). Рельефы Шиомгвиме и их место в развитии грузинской средневековой скульптуры, Тб.; Вольская Ангел (1974). Росписи средневековых трапезных Грузии, Тб.; Вольская, А. (თანაავტორი). (1983). Живописная школа Сванети, Тб.