ვივიანი ქეთრინ
ვივიანი ქეთრინ

ვივიანი ქეთრინ  (Vivian Kotryna, 25. X. 1917-2010),  ევროპულ სივრცეში ქართ. კულტურის ინტეგრირების ხელშეწყობისათვის ინგლისელ ქართველოლოგს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (31.03.1997).

ვ. ქ.-მა დაასრულა  სორბონის უნ-ტი ფრან. ცივილიზაციის განხრით. II მსოფლიო ომის დროს მუშაობდა ბელგიის საელჩოში. დაკავებული იყო ჟურნალისტური საქმიანობით, თარგმნიდა ფრანგულიდან, წერდა პიესებსა და ლექსებს. იგი ლონდონის უნ-ტის ორიენტალისტიკისა და აფრიკისმცოდნეობის ინ-ტში ესწრებოდა დევიდ ლანგის სემინარებს ქართ. ენის შესახებ.

ვ. ქ. ორჯერ ესტუმრა თბილისს (1972, 1981). მან საქართველოს, ქართ. ლიტერატურისა და კულტურის შესახებ წაიკითხა მოხსენებები სამ ქართველოლოგიურ სიმპოზიუმზე თბილისში, ათონის ივერთა ლავრის ათასი წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ბარიში, შუა საუკუნეების ქართველოლოგიის დღეებზე ლონდონში, ბიზანტინოლოგთა შეკრებაზე ბირმინგემის უნ-ტში.

იგი ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის სამეცნ. ორგანოს, ჟურნ. ,,ქართველოლოგის” ქართ. ლიტერატურის ძეგლების ინგლისური თარგმანის რედაქტორი იყო (1992).

ვ. ქ.-მა ქართულიდან ინგლისურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ (ლონდონი, 1977; ამსტერდამი, 1995), „სიბრძნე სიცრუისა“ (ლონდონი, 1982), „ქართველი ერის ისტორია”, (კ. სალიას მონოგრაფია; 1975), „ქართლის ცხოვრება, ლაშა-გიორგის პერიოდი“ (ამსტერდამი, 1991).

ვ. ქ.-ს ნაყოფიერი ქართველოლოგიური მოღვაწეობისათვის მიენიჭა მარჯორი უორდროპის პრემია (1994).