ვირსალაძე თინათინ (თინა) ბაგრატის ასული
ვირსალაძე თინათინ (თინა) ბაგრატის ასული

ვირსალაძე თინათინ (თინა) ბაგრატის ასული ( 26.X. 1907, თბილისი- 28. X. 1985, თბილისი). მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე. ვ. თ-მ დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ.- ტი (1929). პარალელურად სწავლობდა სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტზე, ხოლო მოგვიანებით გახდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტი (1936). ვ. კითხულობდხელოვნების ზოგად ისტ. სალექციო კურსსკ. მარჯანიშვილისა და შ. რუსთაველის სახ. თეატრ. (1937–1939წწ.); იგი მუშაობდა ,,მეტეხის მუზეუმში”  უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, მოგვიანებით კი ამავე მუზეუმის ფერწერის განყ-ბის ხელმძღვ. (1937–1941). ვ. თ. ქართ. მონუმ. მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი და გ. ჩუბინაშვილის სახ. ხელოვნების ისტ. ინ-ტის ერთ-ერთი დამაარსებელია.  დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო საქართვ. მეცნ. აკად. ქართ. ხელოვნების ისტ. ინ-ტის ჯერ სახვითი ხელოვნების, შემდგომ კი შუა ს. სახვითი ხელოვნების განყ-ბის  ხელმძღვ. (1941-1985). ვ. თ. სამეცნ. მოღვაწ. ძირითადი სფერო იყო შუა ს. ქართ. ფერწერა. მან დიდი წვლილი შეიტანა მის შესწავლასა, სისტემატიზებასა და ევოლუციის გზების დადგენაში, გამოავლინა  შუა ს. ქართ. კედლის მხატვრობის ეროვნ. თავისებურებანი, მისი მიმართება ბიზანტ. მხატვრობასთან, მოხატულობათა თემატიკის კავშირი ქვეყნის თანადროულ ისტ. ვითარებასთან. იგი მონაწილეობდა ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილ პირველ (1974, ბერგამო) და მეორე (1977, თბილ.) საერთაშ. სიმპოზიუმებში.

თხზ.: Вирсаладзеб, Т. (1955). Фресковая роспись художника Микаеля Маглакели в Мацхвариши, Ars Georgica, 4, Тб.; Вирсаладзеб, Т. (1958). Кето Магалашвили, Тб.; Вирсаладзеб, Т. (1959). Фрагменты древней фресковой росписи Гелатского храма, Ars Georgica, 5, Тб.; Вирсаладзеб, Т. (1973). Роспись Иерусалимского Крестного монастыря и портрет Шота Руставели, Тб.; ვირსალაძე, თ.(1984). ატენის სიონის მოხატულობა. თბ.; ვირსალაძე, თ. (1991). ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის, Ars Georgica, 10 -А, თბ.; ვირსალაძე თ. (2007). ქართული მხატვრობის ისტორიიდან, თბ., 2007.

ლიტ.:  ვირსალაძე თინათინ. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 3, თბ., 2014.