-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი საპატიო დოქტორი
ვინტერი გერდ (Winter Gerd, 02.III.1943, დიპჰოლცში ) თსუ-ისთან იურიდ. ფაკ-ტის საერთაშ. ურთიერთობების გაღრმავების საქმეში დამსახურებისა და საქართვ. ადმ. კანონმდებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბრემენის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (19.09.2016).
ვ. გ.-მა განათლება მიიღო ვურცბურგში, ფრაიბურგში, ლოზანაში, გიოტინგენსა და კონსტანცში. შტუტგარტში წარმატებით ჩააბარა პირველი და მეორე სახელმწ. გამოცდები (1966) და გიოტინგენში იურისტის სამეცნ. ხარისხი მოიპოვა (1971). მისი კვლევის სფერო მოიცავს შემდეგ საკითხებს: გერმ., ევრ. და საერთაშ. გარემოს დაცვის სამართალი, შედარებითი ადმ. სამართალი, სამართ. სოციოლოგია.
ვ. გ. კონსტანცის უნ-ტში მუშაობდა მეცნიერ-ასისტენტად (1969-1973). ლექციებს კითხულობდა იელის სამართ. სკოლაში (1972-1973). იგი ბრემენის უნ-ტის პროფესორ-მასწავლებელია (1973), ხოლო 1987-1994 წლებში „ევროპული სამართ. პოლიტიკის ცენტრის“ თანადირექტორის თანამდებობას იკავებდა (ZERP,1987-1994). ხელმძღვანელობს „ევროპული გარემოს დაცვის სამართლის კვლევით ცენტრს“ (FEU, 1994-2016).