ვილნიუსის უნივერსიტეტი
ვილნიუსის უნივერსიტეტი

ვილნიუსის უნივერსიტეტი (1579),  ვილნიუსის უნ-ტი ლიეტუვაში უძველესი და უდიდესი უმაღლ. საგანმან. დაწესებულებაა, რ-იც მდებარეობს ვილნიუსში და წარმოადგენს მნიშვნელოვან კვლევით ცენტრს. უნ-ტი მოიცავს 12 ფაკ-ტს, 7 ინ-ტს ფაკ-ტის უფლებებით, 4 ფაკულტეტშორის საგანმან. და კვლევით ცენტრს, ასევე ლიეტუვაში უძველეს ბ–კას, ბოტანიკურ ბაღს, უნ-ტის მუზეუმს და სხვა არააკადემიურ ერთეულებს. უნ-ტი ვილნიუსის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე შენობასა და შენობა-ნაგებობების კომპლექსს იკავებს. ისტორიულ ცენტრში მდებარე ვილნიუსის უნ-ტის კომპლექსი მოიცავს წმინდა იოანეს ეკლესიას, ადმ. შენობას, ბ–კას და ისტორიის, ფილოლ. და ფილოსოფიის ფაკ-ტებს. უნ-ტი ევროპის უნ-ტების ასოციაციის, უტრეხტის ქსელის და ევროპის უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნ–ტების, კოიმბრას ჯგუფის წევრია (2016–დან). ShanghaiRanking Consultancy-ის მიერ ჩატარებული შანხაის მსოფლიო უნ-ტების აკადემიურ რეიტინგში, ვილნიუსის უნ-ტი მსოფლიოს ოთხ ათასზე მეტ უმაღლ. სასწავლებელს შორის 601-700 ადგილზეა (2018, 2019). უნ-ტის სტუდენტებისა და სტაჟიორების რაოდენობა 20,487,000 იყო (2025), მათ შორის 11,257,000 ბაკალავრიატის სტუდენტი, 3,600 მაგისტრატურის სტუდენტი, 863 დოქტორანტი, 803 რეზიდენტი და 1,100 სტაჟიორი. პედაგოგიური პერსონალი 1,334,000 თანამშრომლისგან შედგებოდა, მათ შორის 256 პროფესორი, 451 ასოცირებული პროფესორი და 448 მეცნიერ-თანამშრომელი. ვილნიუსის უნ-ტი ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთან ერთად, საქართვ. მოქალაქეებს სამაგისტრო სწავლების დონეზე განსაკუთრებულ ფინანსურ დახმარებას სთავაზობს, რ-იც სრულად დაფარავს სწავლის საფასურს.უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-თან.