ვილდჰაბერი ლუციუს
ვილდჰაბერი ლუციუს

ვილდჰაბერი ლუციუს  (wildhaber Luzius, 18.I.1937, ბაზელი, შვეიცარია - 22.VII.2020), ადამიანის უფლებათა ევრ. სასამართლოს თავმჯდომარეს, პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (19.04.2001).

ვ. ლ.-მა იურისპრუდენცია შეისწავლა ბაზელში, პარიზში, ჰაიდელბერგში, ლონდონსა და იელში. მან ბაზელში მოიპოვა იურისტის (1961), იელის სამართ. სკოლაში - სამართ. მაგისტრის (1965), 1968 წელს კი – იურიდიულ მეცნ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

ვ. ლ. ფრაიბურგის უნ-ტში მოღვაწეობდა (1968-1977). იგი  პრივატდოცენტი (1969), შემდეგ კი ბაზელის უნ-ტის საერთაშ., სახელმწ. და ადმ. სამართლისა და შედარებითი კონსტ. სამართლის პროფესორია (1977-1998).

ვ. ლ.-ის მოსამართლის კარიერა იწყება ლიხტენშტაინის უზენაესი სასამართლოთი (1975-1988). იგი ინტერამერიკული განვითარების ბანკის ადმ. ტრიბუნალის მოსამართლე იყო (1988-1994), შემდეგ კი – ევრ. აკადემიის მუდმივი წევრი (1989). პროფესორს ადამიანთა უფლებების ევრ. სასამართლოს პრეზიდენტის პოსტი ეკავა (1998-2007).

ვ. ლ.-ს მინიჭებული აქვს სხვადასხვა ჯილდო: რუმინეთის ვარსკვლავი (2000), ორდენი ლიტვის წინაშე გაწეული დამხარებისათვის (2003), ოქროს საპატიო მედალი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული დამხარებისათვის (2006), ორანია-ნასაუს  ორდენი (2007), ანა გიოლდის სახ. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯილდო (ანა გიოლდის ფონდი, 2009).